დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/30 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/londaridzeadvokati.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455198-kakha-kaladzis-saarchevno-shtabthan-shekrebilebi-khelisuflebas-mimarthaven.html", "headline": "კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილები ხელისუფლებას მიმართავენ", "datePublished": "2017-09-30 16:06:59", "dateModified": "2017-09-30 16:06:59", "description": "კოსტავას ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილი შპს “საქართველოს” დაზარალებული აქციონერე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/londaridzeadvokati.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კოსტავას ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრებილი შპს “საქართველოს” დაზარალებული აქციონერები ხელისუფლებას მიმართავენ და კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დღეს ხელისუფლებისადმი მიმართვა წაიკითხა.

“ნუ გაყვებით მიშას გზას, ჩვენ ის გზა არ გვირჩევნია”, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც რამდენიმე ათეულმა დაზარალებულმა მეანაბრემ მოაწერა ხელი.

აქციაზე ასევე მოსული იყო შპს “საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბრალდებულ მერაბ ფერაძის ადვოკატი ვაჟა ლონდარიძე.
როგორც ვაჟა ლონდარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აქციის მონაწილეებმა მას სთხოვეს, მოსულიყო დღეს აქციაზე, რადგან დაზარალებული მეანაბრეებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული მერაბ ფერაძე თანახმაა, დაზარალებულებს გადაუხადოს გარკვეული თანხა გათავისუფლების სანაცვლოდ.

“ფერაძე მზად არის, მეანაბრეებს, თავის კლიენტებს გადაუხადოს დაახლოებით თანხის 30-40 პროცენტი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება. საუბარია დაახლოებით 40 მილიონი ლარის ეტაპობრივად წელიწადნახევრის განმავლობაში გასტუმრებაზე”, - განაცხადა ვაჟა ლონდარიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 775
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია