დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ჩინეთს ყოველთვის შეუძლია იქონიოს იმედი, რომ საქართველო ძალიან სანდო პარტნიორი იქნება
ავტორი:
2017/სექტემბერი/30 13:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvili_9a21b.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455150-giorgi-kvirikashvili-chineths-yovelthvis-sheudzlia-iqonios-imedi-rom-saqarthvelo-dzalian-sando-partniori-iqneba.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - ჩინეთს ყოველთვის შეუძლია იქონიოს იმედი, რომ საქართველო ძალიან სანდო პარტნიორი ...", "datePublished": "2017-09-30 09:28:58", "dateModified": "2017-09-30 09:28:58", "description": "გვინდა ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ - ჩინეთს შეუძლია ყოველთვის იქონიოს იმედი, რომ საქართველო იქნე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvili_9a21b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გვინდა ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ - ჩინეთს შეუძლია ყოველთვის იქონიოს იმედი, რომ საქართველო იქნება ძალიან სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სავაჭრო ცენტრის „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზას" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ჩაერთო ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატიით დაწყებულ პროექტში - " ერთი სარტყელი - ერთი გზა", რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და ინიციატივების განვითარების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.

მისივე თქმით, სულ მალე ჩვენს დედაქალაქში ჩატარდება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, სახელწოდებით - "თბილისის ფორუმი ერთი სარტყელი - ერთი გზა".

"ეს ფორუმი საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო გავამყაროთ კავშირები ჩინეთსა და საქართველოს შორის და საშუალებას მისცემს საქმიანის წრეების წარმომადგენლებს, განიხილონ ახალი პროექტები, რაც ვფიქრობთ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მეტი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აქვს რეგიონში და ასევე ძალიან მიმზიდველი ეკონომიკური გარემო უცხოური ინვესტიციებისთვის.

“გვინდა ჩვენი მთავრობის სახელით გითხრათ, რომ ჩინეთს შეუძლია ყოველთვის იქონიოს იმედი, რომ საქართველო ძალიან სანდო პარტნიორი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი დავით ნარმანია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იენჩი, საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები და სხვა მოწეული სტუმრები დაესწრნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია