დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა რურუა - არ გადაგვიხედია ის ხუთი საკითხი, რომელიც შეთანხმებულია, არავითარი ერთნახევარი ან ორნახევარი საკითხი არ განხილულა
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 18:30:01
../photo/2015_02/ipn3/ruruanikaaa55.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454856-nika-rurua-ar-gadagvikhedia-is-khuthi-sakithkhi-romelic-shethankhmebulia-aravithari-erthnakhevari-an-ornakhevari-sakithkhi-ar-gankhilula.html", "headline": "ნიკა რურუა - არ გადაგვიხედია ის ხუთი საკითხი, რომელიც შეთანხმებულია, არავითარი ერთნახევარი ან ორნახე...", "datePublished": "2017-09-28 14:31:59", "dateModified": "2017-09-28 14:31:59", "description": "“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ორი ძირი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/ipn3/ruruanikaaa55.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას ორი ძირითადი კითხვა დაისვა: არის თუ არა მზად პრეზიდენტი შეხვდეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და უნდა აისახოს თუ არა კონსტიტუციაში ის 5 ძირითადი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია და პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ.

როგორც ნიკა რურუამ განაცხადა, ორივე საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია.

“ორი კითხვა დაისვა, არის თუ არა პრეზიდენტი მზად უმრავლესობასთან შესახვედრად და გაირკვა, რომ ის არის მზად დიალოგისთვის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატიული დაბალანსებული კონსტიტუცია. ასევე ჩვენ ერთმანეთში შევთანხმდით იმაზეც, რომ საკითხები, რომელიც ოპოზიციამ გამოყო, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის და ეს საკითხები აუცილებლად უნდა გახდეს კონსტიტუციის ნაწილი. როგორც ჩანს, ვეტო დასაბუთებული შენიშვნებით იქნება. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ არის რეალური შანსი ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც „ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა, გამოვიდეთ საუკეთესო პროდუქტით, რომელიც სჭირდება ხალხს. ჩვენ რევიზია არ მოგვიხდენია, არ გადაგვიხედია ის ხუთი საკითხი, რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული, რადგან ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიის გარანტი და სად, თუ არა კონსტიტუციაში აისახოს ისინი. არავითარ დაპატარავებულ, ერთნახევარ ან ორნახევარ საკითხზე შეთანხმება საერთოდ არ განხილულა. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დიალოგზე და კონსენსუსზე დამყარებული დემოკრატიული, დაბალანსებული მუშა კონსტიტუცია, რომელიც არ გვაქვს. ანომალიაა ის, რომ დღეს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც 24 საათის წინ მიიღეს და ახლა ითხოვს ვეტოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ „ოცნება“ თვითონ ხვდება, ცუდ სიტუაციაშია და არა მარტო ის, არამედ კონსტიტუციაც - ქვეყნის უზენაესი კანონი. ეს მზადყოფნა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საბოლოოდ ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ჰქონდეს”, - განაცხადა ნიკა რურუამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 692
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია