დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიული წარმომადგენლები არათანაბარ პირობებში არიან
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qamadadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454755-nacmodzraobis-atcaris-organizaciis-tsevri-ackhadebs-rom-saubno-saarchevno-komisiashi-partiuli-tsarmomadgenlebi-arathanabar-pirobebshi-arian.html", "headline": "„ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიული წარმომადგ...", "datePublished": "2017-09-28 08:13:47", "dateModified": "2017-09-28 08:13:47", "description": "„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საუბნო საარჩ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qamadadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიული წარმომადგენლები არათანაბარ პირობებში არიან. როგორც მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათუმში ყველა საარჩევნო უბანზე წარმომადგენლად აჭარის უმაღლესი საბჭოში სიის მეოთხე ნომერი „პატრიოტთა ალიანსიდან“ დავით ქარცივაძე დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ პარტიას უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
მირდატ ქამადაძის თქმით, ქარცივაძეს უფლება აქვს ნებისმიერ საარჩევნო უბანზე შევიდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა საკითხზე ცესკოს საჩივრით უკვე მიმართა.

„საოლქო საარჩევნო კომისიამ, 21 სექტემბერს თავისი განკარგულებით საუბნო საარჩევნო კომისებში წარმომადგენლად დავით ქარცივაძე დანიშნა. აღნიშნული პირი არის „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერი აჭარის უმაღლეს საბჭოში. საოლქო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კოდექსი დაარღვია. ნაცვლად ნეიტრალური პიროვნებისა, თავის წარმომადგენლად პარტიული ადამიანი დანიშნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ პარტიას უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ვიდრე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. არათანაბარ მდგომარეობაში ვართ ჩვენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადებიან. საოლქო საარჩევნო ოლქს პარტიული ადამიანები სჭირდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დავით ქარცივაძე ვიდრე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გახდებოდა , „ქართული ოცნების“ წევრი იყო. საჩივრით ცესკოს უკვე მივმართეთ. მოვუწოდებთ ცესკოს, რომ ეს განკარგულება გაუქმდეს“, - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია