დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს თავადაც შეხვდეს
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 11:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/kobaxidze6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454739-irakli-kobakhidze-mzadaa-satciroebis-shemthkhvevashi-prezidents-thavadac-shekhvdes.html", "headline": "ირაკლი კობახიძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს თავადაც შეხვდეს", "datePublished": "2017-09-28 07:16:56", "dateModified": "2017-09-28 07:16:56", "description": "პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/kobaxidze6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თავადაც შეხვდეს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა.

"თუ იქნება ამის სურვილი და ინტერესი და ეს შეხვედრა შედეგზე ორიენტირებული, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გავმართოთ ეს შეხვედრა",- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტსა და უმრავლესობის წევრებს შორის შეხვედრას, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, მას უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია