დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ბეჟაშვილი ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე „ამომრჩევლების მიწერაზე“ საუბრობს
ავტორი:
2017/სექტემბერი/27 12:00:01
../photo/2015_02/0/bejashvili.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454536-levan-bezhashvili-binis-mesakuthreebis-thankhmobis-gareshe-skhvadaskhva-misamarthebze-amomrchevlebis-mitseraze-saubrobs.html", "headline": "ლევან ბეჟაშვილი ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე „ამომრჩევლების მიწერაზე“ საუბრობს", "datePublished": "2017-09-27 08:07:56", "dateModified": "2017-09-27 08:07:56", "description": "შტაბის „ვეღარ გააყალბებ“ თანათავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა „ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე ამომრჩევლების მიწერასა და საარჩევნო მანიპულაციებზე“ ისაუბრა. <br /> ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0/bejashvili.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შტაბის „ვეღარ გააყალბებ“ თანათავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა „ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე ამომრჩევლების მიწერასა და საარჩევნო მანიპულაციებზე“ ისაუბრა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, გადაამოწმონ სამოქალაქო რეესტრში, ასევე საუბნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში მათ მისამართზე ხომ არ არიან მიწერილი ადამიანები.

„მასიური ხასიათი მიიღო შემთხვევებმა, როცა ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე ამომრჩევლებია მიწერილი. თბილისის მასშტაბით, ჩვენ ოფისებში ათასობით ზარი შემოდის და ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან.

დღეს ვისაუბრებ სამგორის საარჩევნო ოლქის მაგალითზე, სადაც სამ სხვადასხვა მისამართზე რამდენიმე ადამიანი მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უკანონოდაა მიწერილი. ბუნებრივია, ეს შემთხვევები განიხილება როგორც საარჩევნო მანიპულაციების ერთ-ერთი ფორმა, რადგან ამომრჩევლის სხვადასხვა უბნებზე მობილიზება მათი პოლიტიკური მიზნით ხდება.

მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გადაამოწმონ სამოქალაქო რეესტრში, ასევე საუბნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში მათ მიასამართზე ხომ არ არიან მიწერილი ადამიანები, რომლებიც მესაკუთრეების თანხმობის გარეშე არიან რეგისტრირებულები, ან დაგვიკავშირდნენ და ჩვენ გავუწევთ დახმარებას.

გარდა საარჩენო მანიპულაციებისა, ეს დაკავშირებულია სხვა სამართლებრივ პრობლემებთანაც, მათ შორის კომუნალური გადასახადების რაოდენობაზეც“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 873
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია