დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა
ავტორი:
2017/სექტემბერი/27 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/vigenini.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454518-saqarthvelos-dghes-eutho-s-saparlamento-asambleis-specialuri-tsarmomadgeneli-samkhreth-kavkasiashi-kristian-vigenini-etsveva.html", "headline": "საქართველოს დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა", "datePublished": "2017-09-27 04:44:29", "dateModified": "2017-09-27 04:44:29", "description": "საქართველოს დღეს, სამუშაო ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/vigenini.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს დღეს, სამუშაო ვიზიტით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინი ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, კრისტიან ვიგენინი შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებთან, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელ ნატალია ჯალიაშვილთან.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. კრისტიან ვიგენინის ჩამოსვლის მთავარი მიზანია უკეთ გაეცნოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებას, ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე. ასევე, განვიხილავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების სოციალურ პრობლემებს და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა კონფლიქტის საკითხების განსახილველად და მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კრისტიან ვიგენინი წეროვანსა და თბილისის ზღვის ახალ უბანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას და სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მოინახულებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია