დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ხულორდავა - ჩვენ გვაქვს უკეთესი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს უკვე ტრადიციად ქცეულ ერთპარტიულ მმართველობას
ავტორი:
2017/სექტემბერი/27 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_034d3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454515-thamar-khulordava-chven-gvaqvs-ukethesi-konstitucia-romelic-gamorickhavs-ukve-tradiciad-qceul-erthpartiul-mmarthvelobas.html", "headline": "თამარ ხულორდავა - ჩვენ გვაქვს უკეთესი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს უკვე ტრადიციად ქცეულ ერთპარტიულ მმართველობას", "datePublished": "2017-09-27 07:09:04", "dateModified": "2017-09-27 07:09:04", "description": "სამწუხაროდ, 115 დეპუტატი ვერ შევთანხმდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უკვე 2020 წლიდან გადავსულიყავით, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/xulordava_034d3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სამწუხაროდ, 115 დეპუტატი ვერ შევთანხმდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უკვე 2020 წლიდან გადავსულიყავით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა აცხადებს.

ხულორდავა საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან სისტემის შეცვლის მომხრე იყო, რევოლუციური ცვლილება გარკვეულ რისკებს შეიცავს.

„მესამე მოსმენით მივიღეთ კონსტიტუცია. ოპოზიციამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მაქსიმალურად გამოიყენა ტრიბუნა და მარშით დარბაზის დატოვებამდე უკვე მერამდენედ ათასი ტყუილი თქვა კონსტიტუციის პროექტზე და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე. მინდა რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურო. არაერთხელ ვთქვით, რომ ამ პროექტით ცალსახად არ ვატარებთ პარტიულ ინტერესს. მესმის, რომ ჩვენი პოლიტიკური გამოცდილების ქვეყანაში ეს განცხადება იწვევს გარკვეულ ეჭვებს და მაინც, ეს არის პროექტი, რომელიც ყველაზე „დამაზიანებელი“ სწორედ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არის. სწორედ ამიტომ არ მომხდარა ასეთი ცვლილებების მიღება აქამდე არცერთი ხელისუფლების მიერ. არ მინდა ეს განცხადებაც ეჭვქვეშ დადგეს და ამიტომ განვმარტავ: ამ ცვლილებებით 2024 წელს საარჩევნო სისტემა არსებითად იცვლება. ნაცვლად დღეს მოქმედი წესისა, რომელიც უმრავლესობის მქონე პარტიას ფაქტობრივად შედეგის გაორმაგების საშუალებას აძლევს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტარების მანდატებით, გადავდივართ სრულად პროპორციულ სისტემაზე - რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია მხოლოდ მის მიერ მიღებული ხმების პროპორციული რაოდენობის მანდატებს მიიღებს. ნათელი რომ იყოს, მაგალითს მოვიყვან. დღეს, 2016 წლის არჩევნების შედეგად, ”ქართულ ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს 150-დან, მაშინ, როცა ”ქართულმა ოცნებამ” ხმების დაახლოებით 49% მიიღო. აი, ასეთია დღეს მოქმედი კონსტიტუცია, რომელსაც ვცვლით და რომლის საფუძველზეც პარლამენტში მანდატები მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდება და რომელიც 2016 წელს რომ გვქონოდა, არათუ მიღებული ხმების საერთო რაოდენობის 2/3-ს, 150 ხმის ნახევარსაც კი ვერ მივიღებდით. ახლა თქვენთვის მომინდია იმის განსჯა, ეს ცვლილება რამდენად აძლევს ხელს პარტია "ქართულ ოცნებას", - წერს ხულორდავა სოცაილურ ქსელში.

მისივე თქმით, ეს ცვლილება 2024 წლის არჩევნებისთვის ამოქმედდება.

„სამწუხაროდ, 115 დეპუტატი ვერ შევთანხმდით, რომ ამ სისტემაზე უკვე 2020 წლიდან გადავსულიყავით. ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი ნახევარი მაჟორიტარული სისტემით არის არჩეული და ბევრი არ არის კმაყოფილი ამ მართლაც რევოლუციური ცვლილებით. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ასეთი ფუნდამენტური ცვლილების ამოქმედება უკვე მომდევნო არჩევნებზე ნებისმიერი პარლამენტისთვის იქნება შეუძლებელი და სწორედ ამოტომ არის საჭირო ორსაფეხურიანი პროცესი, რაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უზრუნველყოფს. ეს არაჩვეულებრივად იცის ჩვენმა ოპოზიციამ, მაგრამ რამეზე ხომ უნდა ილაპარაკონ და ლაპარაკობენ - ჩვენ გვსაყვედურობენ იმ ცვლილების გადავადებას ერთი საპარლამენტო ციკლით, რომელსაც თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერც წარმოიდგენდნენ, არც განიხილავდნენ და არც ვინმეს განახილინებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლიდან სისტემის შეცვლის მომხრე ვიყავი, აუცილებლად უნდა ითქვას იმ რისკებზეც, რასაც ეს, არ მოვერიდები და გავიმეორებ - რევოლუციური ცვლილება ითვალისწინებს. ასეთი მნიშვნელივანი ცვლილების ამოქმედებას სჭირდება მეტად კონსოლიდირებული პოლიტიკური გარემო. პროპორციულ სისტემაში შესაძლოა ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღოს მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭირო მანდატების რაოდენობა. ამ შემთხვევაში პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის მზად უნდა იყვნენ. თანამშრომლობის და პოლიტიკური ურთიერთობის ამ ეტაპამდე მისასვლელად ნამდვილად გვჭირდება შემდეგი 7 წელი.

ეს გადავადება არ ნიშნავს, რომ 2020-ის საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი წესით ჩატარდება. უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ გვექნება 3%-მდე შემცირებული ბარიერი, რაც შედარებით მცირე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს. აქაც 2016 წლის არჩევნების მაგალითს მოვიყვან. ეს ბარიერი რომ გვქონოდა, დღეს პარლამენტში 4 პარტიის ნაცვლად, 8 პარტია გვეყოლებოდა. ბარიერგადალახული პარტიის მანდატები ავტომატურად ივსება ექვსამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით 24 მანდატი გადანაწილდებოდა ოპოზიციურ პარტიებზე. აი ეს ცვლილება უკვე იმოქმედებს 2020 წლიდან. 2020 წლუდან ჩვენ გვეყოლება უფრო წარმომადგენლიბითი საკანონმდებლო ორგანო და თქვენ განსაჯეთ, რამდენად ემსახურება ეს „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებს“, - აცხადებს ხულორდავა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებითია და პროექტი შეფასდა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ამ კონსტიტუციით საქართველო ბოლოსდაბოლოს ამკვიდრებს ნამდვილად საპარლამენტო მმართველობას. პარლამენტს ექნება რეალური და არა ფორმალური შესაძლებლობა დაითხოვოს მთავრობა, რაც გაზრდის მთავრობის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ. დიახ, 2024 წლიდან საქართველოში პირდაპირ აღარ ავირჩევთ პრეზიდენტს. არ ავირჩევთ იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ვირჩევთ პარლამენტს და გამარჯვებული პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს ვანდობთ მთავრობის მეთაურობას. ასეა უამრავ ევროპულ სახელმწიფოში და ასე იქნება ჩვენთან. ამ ცვლილებას სრულად მხარს უჭერს ვენეციის კომისია. არ არის სწორი პირდაპირი წესით აირჩიო პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ სიმბოლური ფუნქციები აქვს და რეალურად ვერც საარჩევნო პროგრამა ექნება და ვერც ისეთ პირობას გასცემს, რასაც შეასრულებს. ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას საფუძველს აცლის ის, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მხოლოდ 2024 წელს, პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევის შემდეგ შევა ძალაში. ისევ თქვენთვის მომინდია იმის განსჯა, რამდენად არის ეს ცვლილება მიმართული დღევანდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ და რამდენად ემსახურება "ქართული ოცნების" პარტიულ ინტერესებს. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები "სკამების დროებითობას" გვახსენებდნენ. სასაცილოა. მე ამ კონსტიტუციას ხმას თამამად ვაძლევ, და სწორედ იმიტომ, რომ ის უკეთ აბალანსებს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეების უფლებებს და ინტერესებს. არ მინდა ერთპარტიულ საქართველოში ცხოვრება. არათუ ტრაგედია არ მგონია, სრულიად ნორმალურად მიმაჩნია ხელისუფლებაში მყოფი ძალების ცვლა. მოკლედ აგერ არის ბურთი და მოედანი. ბურთიც უკეთესი ხარისხის არის და მოედანიც სრულიად თანასწორ პირობებს უქმნის მოთამაშეებს. მესმის, რთულია აღიარონ, რომ მოსწონთ კანონი, მოსწონთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც სწორედ მათ ინტერესს ემსახურება. მესმის, რომ უფრო ადვილი და მომგებიანია გალანძღო პოლიტიკური ოპონენტი, ამ გზით სცადო პოლიტიკური ქულების დაწერა. მესმის, მაგრამ არ მომწონს. გილოცავთ, ჩვენ გვაქვს უკეთესი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს უკვე ტრადიციად ქცეულ ერთპარტიულ მმართველობას ჩვენს ქვეყანაში და რეალურად უზრუნველყოფს ჩვენს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, - აცხადებს თამარ ხულორდავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია