დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს
ავტორი:
2017/სექტემბერი/26 19:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/zalkaliani_03309.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454440-davith-zalkaliani-gaero-s-adamianis-uflebatha-sabtcos-36-e-sesiis-mushaobashi-monatsileobs.html", "headline": " დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს", "datePublished": "2017-09-26 15:00:30", "dateModified": "2017-09-26 15:00:30", "description": "26-28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/zalkaliani_03309.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 26-28 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოადგილესთან ქეით გილმორთან. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უმაღლესი კომისრის მოადგილეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანასკნელ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედვში დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევის ფაქტებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ეს და სხვა უხეში დარღვევები, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და კერძო საკუთრების წართმევა წარმოადგენს ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას და რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ძალა, პასუხისმგებელია აღნიშნულ უკანონო ქმედებებზე.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარების მონიტორინგისა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნულ კონტექსტში ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე შეხვედრები გამართა ჟენევაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან პიტერ სორენსენთან და გაერთიანებული სამეფოს მუდმივ წარმომადგენელთან ჯულიან ბრეითვეიტთან. შეხვედრებზე საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში.

28 სექტემბერს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, სადაც განიხილება 2017 წლის მარტში მიღებული რეზოლუციის შესაბამისად უმაღლესი კომისრის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია