დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება
ავტორი:
2017/სექტემბერი/25 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454091-roman-gociridze-sakonstitucio-cvlilebebthan-dakavshirebith-khval-kentcisyrashi-monatsileobas-ar-vapirebth-es-iqneba-chveni-protestis-gamokhatuleba.html", "headline": "რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება", "datePublished": "2017-09-25 08:36:02", "dateModified": "2017-09-25 08:36:02", "description": "ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, - ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა. გოცირიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ფრაქცია პრეზიდენტის ვეტოს და მის შენიშვნებს დაელოდება.

"ეს იქნება მმართველი უმრავლესობისათვის ბოლო სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური შანსი, ხელი აიღოს კონსტიტუციის საკუთარ ინტერესებზე მორგებაზე, შეისმინოს საზოგადოების ხმა. სახელისუფლო უმრავლესობამ აირჩია დროის გაწელვისა და ხალხის მოტყუების ტაქტიკა. შექმნა პარტიებთან, საზოგადოებასთან დიალოგის ილუზია. თითქოს მართლა სურდა რაიმე კორექტივის შეტანა. რაც უნდოდათ, კარგად გამოჩნდა. ხვალ მესამე მოსმენით წერტილ-მძიმის საკითხები იხილება და იმასაც კი არ შეცვლიან. ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ თავიდანვე. გაუტკბათ ხელისუფლებაში ყოფნა და არ ეთმობათ. ყველაფერს ისე აწყობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნდეს ეს არაფორმალური და არაეფექტიანი მმართველობა - საქმეს მაინც აკეთებდნენ. ერთი მოკლე ველობილიკი გააკეთეს პეკინზე და ისიც კი ვერ გათვალეს, რომ მაღაზიებს და იქ მცხოვრებლებს ნაგავი სადღაც უნდა გადაეყარათ, ქუჩის მეორე მხარეს უწევთ გადასვლა. პეკინის ველობილიკი ამ ხელისუფლების სიმბოლოა: გზა არსაით. ვის მოუვიდა აზრად, მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო არეალის დავიწროება და მკვდარი ზოლის შექმნა? სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს იმ ადგილას პარკინგი. ეს სჭირდება ბიზნესსაც და მოსახლეობასაც. კონსტიტუციიდან ძალიან შორს მდგარ საკითხზე ვყვები, მაგრამ მაინც ლოგიკური მგონია: არაკომპეტენტურობა, კორუფცია, ხელისუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება, ესაა ამ ხელისუფლების სახე, რომელიც საარჩევნო და სხვა კანონებში ცვლილებების სახით მოხდა. მოსმენების შესახებ კანონი როგორ მიიღეს, ესეც გვახსოვს. ახლა ყველაზე დიდი კანონი მოიგდეს ფეხქვეშ. გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს: პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, შენიშვნების გათვალისწინება უმრავლესობის მხრიდან, იმ შენიშვნებისა, რომელსაც მხარს უჭერს ყველა პარტია და არასამთავრობო სექტორი და რომელშიც ასახულია ვენეციის კომისიის შენიშვნებიც.

უმრავლესობის მიერ ვეტოს დაძლევა და პარტიულ-ოლიგარქიული კლანის ინტერესებს მორგებული კონსტიტუციის მიღება ნიშნავს არაფორმალური მმართველობის საბოლოდ დაკანონებას.

არაფორმალური მმართველობა კი არაფორმალური წესებით იცვლება. ამას გვასწავლის ისტორია. ეს კი ცუდია ქვეყნისთვის",- განუცხადა გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია