დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუსთავის ცენტრალურ პარკში გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/24 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/rustavifestivali.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454021-rusthavis-centralur-parkshi-globaluri-miznebis-festivali-momavalishen-chatarda.html", "headline": "რუსთავის ცენტრალურ პარკში გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა", "datePublished": "2017-09-24 16:33:02", "dateModified": "2017-09-24 16:33:02", "description": "რუსთავის ცენტრალურ პარკში, გაეროს საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/rustavifestivali.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რუსთავის ცენტრალურ პარკში, გაეროს საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, გლობალური მიზნების ფესტივალი ”მომავალი=შენ” ჩატარდა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „სტრიტ არტის დღე“ იყო, რომლის ორგანიზატორებიც UNDP, IDFI და რუსთავის მერიაა. ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა პარკში მდებარე ღია კინოთეატრის შენობის კედლები ორიგინალური კომპოზიციებით მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად თემებზე: სიღარიბის აღმოფხვრა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, განათლება, გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა მოხატეს.

ფესტივალის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე, ასევე გაიმართა შეჯიბრებები თავისუფალი სტილით ცეკვასა და სკეიტბორდინში. გაეროს სააგენტოების მიერ წარმოდგენილი იყო კამპანიები: თამბაქოს მოხმარების უარყოფითი შედეგების შესახებ; გენდერული თანასწორობის, მიგრანტთა, ქალთა, შშმ ბავშვთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებზე.

ფესტივალის დასასრულ, გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა გაეროს კეთილი ნების ელჩები მდგრადი განვითარების მიზნების საკითხებში: გელა ჩარკვიანი - მწერალი და პუბლიცისტი, ნინო სუხიშვილი - ქართული ეროვნული ბალეტის ხელმძღვანელი და ირმა ხეცურიანი - მსოფლიო ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში წარადგინა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას სუხიშვილების ანსამბლი, იოანე არაბული, „ჯგუფი 33ა“ და ნაიზ დიასამიძე იღებდნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 784
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია