დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ემინ მილი - აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/23 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/eminmili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453909-emin-mili-azerbaijaneli-zhurnalistebi-da-aqtivistebi-saqarthveloshi-thavs-usafrthkhod-veghar-grdznoben.html", "headline": "ემინ მილი - აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ", "datePublished": "2017-09-23 10:25:09", "dateModified": "2017-09-23 10:25:09", "description": "აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/eminmili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და აქტივისტები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ, - ამის შესახებ ”ამერიკის ხმის” ქართულ ბიუროს ბერლინში დაარსებული, დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია ორგანიზაციის Meydan.TV-ის თანადამფუძნებელმა ემინ მილიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მტკივნეულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაემორჩილა დიქტატურისა და კრიმინალური რეჟიმის სურვილს და შესაძლებელი გახადა საქართველოს ტერიტორიიდან ჟურნალისტის მოტაცება და მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემა.

”მან ბაქოში, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ის სწორედ ქართველმა სამართალდამცავებმა, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა სცემეს, ჩასვეს მანქანაში და საზღვრისკენ წაიყვანეს. ჩვენთვის ქართული მხარის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანული და ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლობის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა. ჩვენ ამ ინციდენტამდეც ვიღებდით ბევრ სიგნალს საქართველოს მთავრობისგან იმისა, რომ არასასურველები ვიყავით და რომ ჩვენგან გონივრული იქნებოდა, დაგვეტოვებინა ქვეყანა”, - ამბობს მილი და მაგალითად ერთ-ერთი რედაქტორი, გიულენ მევლუდი მოყავს, რომელმაც მისი თქმით, საქართველო იმიტომ დატოვა, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, რომ მასაც, სხვების მსგავსად, უთვალთვალებდნენ.

”მათი ყველა მიმართვა კი პოლიციისადმი, რომ გაერკვიათ ვინ და რატომ უთვალთვალებდათ, უშედეგო იყო“, - აცხადებს ჟურნალისტი.
ემინ მილი აღნიშნავს, რომ რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს რეპუტაცია დააზიანა და სწორედ ამ საფრთხეების გამო, ის არ დათანხმდა „ატლანტიკური საბჭოს“ მოწვევას, რომ ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებაში მიეღო მონაწილეობა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია