დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
”ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას უცნობი პირები თავს დაესხნენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/evropulisaqartvelotavdasxma.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453823-evropuli-saqarthvelos-informaciith-partiis-mazhoritarobis-kandidat-nino-tcanturias-da-mamamiss-jemal-tcanturias-ucnobi-pirebi-thavs-daeskhnen.html", "headline": " ”ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას უცნობი პირები თავს დაესხნენ", "datePublished": "2017-09-22 19:02:32", "dateModified": "2017-09-22 19:02:32", "description": "”ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/evropulisaqartvelotavdasxma.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას უცნობი პირები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ.

”22 სექტემბრის საღამოს, ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ უცნობი პირები. თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს - მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ. სოფელ ქვალონში ჩამოხეულია „ევროპული საქართველოს“ ყველა პლაკატი. ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. „ევროპული საქართველო“ მიმართავს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეაგირებისთვის. ამ ტიპის დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანის წარმართვას სწორედ ასეთი გზით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა წინასაარჩევნოდ ძალადობის აღსაკვეთად”, - აცხადებენ პარტიაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია