დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსისთვის არაფერი გააკეთეს
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/kobaxidze_9d53e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453805-irakli-kobakhidze-veneciis-komisia-saubrobs-konsensusis-mnishvnelobaze-thumca-opoziciurma-partiebma-konsensusisthvis-araferi-gaakethes.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსისთვის არაფერი გააკეთეს ", "datePublished": "2017-09-22 17:01:24", "dateModified": "2017-09-22 17:01:24", "description": "ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ჩვენ ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთა, რომ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/kobaxidze_9d53e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ჩვენ ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა კონსენსუსისთვის არაფერი გააკეთეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც, მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიას დადებითად აქვს შეფასებული.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსენსუსის მიუღწევლობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისია მხარეების როლზე არ საუბრობს. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემის შეცვლაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია ისურვებდა პროპორციული სისტემის 2020 წლისთვის ამოქმედებას, რასაც თავადვე ემხრობა, თუმცა კვლავ ოპოზიციური პარტიების როლზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების არაერთი დათმობის მიუხედავად, შეუძლებელი გახდა პროპორციული სისტემის 2020 წლისთვის ამოქმედება.

“ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ჩვენ ამ სულისკვეთებას ვიზიარებთ, თუმცა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არაფერი გააკეთეს კონსენსუსისთვის. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ამ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია ისურვებდა პროპორციული სისტემის 2020 წლისთვის ამოქმედებას. მე პირადად ვარ პროპორციული სისტემის მხარდამჭერი და ვიზიარებ ამ პოზიციას. თუმცა, ეს გახდა შეუძლებელი და ამაშიც გარკვეული როლი ითამაშა ოპოზიციამ. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას მხარი დაეჭირა გარკვეული ცვლილებებისთვის იმ პირობებში, რომ ცვლილებებში გვეწერა, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა, მაგრამ მათ ამაზე უარი განაცხადეს. ამან შეუძლებელი გახადა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის შემოღება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია