დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბათუმში ევროპელი და ქართველი მოსამართლეები საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/jvania-tamar-cesko.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453729-bathumshi-evropeli-da-qarthveli-mosamarthleebi-saarchevno-davebis-gadatcris-gzebze-imsjeleben.html", "headline": "ბათუმში ევროპელი და ქართველი მოსამართლეები საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ", "datePublished": "2017-09-22 10:52:08", "dateModified": "2017-09-22 10:52:08", "description": "ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ბათუმში ორი დღის განმავლობაში ევროპელ და ქართველ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/jvania-tamar-cesko.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, ბათუმში ორი დღის განმავლობაში ევროპელ და ქართველ მოსამართლეებთან ერთად საარჩევნო დავების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. მისი თქმით, მოსამართლეები ძირითადად საარჩევნო საკითხებზე მუშაოებენ, ევროპელი მოსამართლეები კი ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ. თამარ ჟვანიას ინფორმაციით, საარჩევნო დავები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

„ბათუმში, ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდება, რომელიც საარჩევნო დავებს და მის გადაჭრას შეეხება. მონაწილეობას ღებულობენ საქართველოში მომუშავე საერთო სასამართლოების, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების ის მოსამართლეები, რომლებიც საარჩევნო საკითხებს იხილავენ. ჩვენ გვეხმარება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი, ვენეციის კომისია. მოსამართლეები საფრანგეთიდან, ბელგიიდან და შვეიცარიიდან გვყავს მოწვეული, რომლებიც ჩვენს მოსამართლეებთან ერთად საერთაშორისო პრაქტიკას განიხილავენ. აქ ხდება საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და ვფიქრობ, ეს სამუშაო შეხვედრაც და სემინარი მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დავების ეფექტური გადაჭრისთვის“, - აცხადებს თამარ ჟვანია.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია საარჩევნო დავებზე სასამართლო სტატისტიკა, ჟვანიამ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს სტატისტიკურად თუ შევადარებთ საპარლამენტო არჩევნების დავებს, ძალიან მცირე დავა არსებობს. თვითონ ცესკოშიც კი დავების უმრავლესობა იმდენად მცირე რაოდენობის არის, ზოგ შემთხვევაში არაუფლებამოსილი პირების მიერ, რომელიც სტატისტიკურად გაცილებით ნაკებია.
„ჯერჯერობით მშვიდი და წყნარი გარემოა მათ შორის დავებთან მიმართებაში. იმედი მაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება“,- აცხადებს თამარ ჟვანია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია