დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - ყველა განცხადება, რომ რაც ხდება კონსტიტუციაზე ძალადობაა, არის ძალიან უსამართლო
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/beselia_bed9d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453697-eka-beselia-yvela-ganckhadeba-rom-rac-khdeba-konstituciaze-dzaladobaa-aris-dzalian-usamarthlo.html", "headline": "ეკა ბესელია - ყველა განცხადება, რომ რაც ხდება კონსტიტუციაზე ძალადობაა, არის ძალიან უსამართლო", "datePublished": "2017-09-22 09:01:18", "dateModified": "2017-09-22 09:01:18", "description": "ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდები, რადგან პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, სადაც გვქონდა ვენეციის კომისიისგან განსხვავებული მოსაზრება, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGVISTO/beselia_bed9d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვენეციის კომისიისგან დადებით დასკვნას ველოდები, რადგან პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, სადაც გვქონდა ვენეციის კომისიისგან განსხვავებული მოსაზრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას თქმით, ქართულ მხარეს ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა დეპუტატი არ ფიქრობს, რომ კომისიის შეფასება კრიტიკული იქნება.

„დაველოდოთ, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება ეს შეფასება. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ დასკვნა უნდა იყოს დადებითი, იმიტომ რომ ის პრინციპული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას და ასეთი იყო 23 რეკომენდაცია, გაზიარებულია. მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხი იყო, რომელიც მესამე მოსმენის დროს დაზუსტდება და პრაქტიკულად არ დარჩა საკითხი, სადაც გვქონდა განსახვავებული მოსაზრება ვენეციის კომისიისგან“, - განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის შეფასებები კონსტიტუციაზე ძალადობასთან დაკავშირებით ძალიან უსამართლოა.

„გარდა იმისა, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების პროექტი არის უთუოდ ძალიან დემოკრატიული და პროგრესული, ევროპული სტანდარტის, ამავე დროს ძირითადად არის კომპრომისული ვერსიების პროდუქტი. მე შემიძლია დაგისახელოთ ათეულობით ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჩანაწერი, რომელიც სწორედ კომპრომისის შედეგად შემუშავდა. ამიტომ ყველა განცხადება, რომელსაც ვისმენთ, რომ კონსტიტუციაზე ძალადობაა რაც ხდება, არის ძალიან უსამართლო. ისეთი დათმობები მოხდა ამ მუშაობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც მე არ მახსოვს, ოდესმე ყოფილიყოს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების დროს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია