დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, სუამი-აშშ-ის შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2017/სექტემბერი/22 10:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/gaerojanelidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453645-gaero-s-generaluri-asambleis-72-e-sesiis-farglebshi-suami-ashsh-is-shekhvedra-gaimartha.html", "headline": "გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, სუამი-აშშ-ის შეხვედრა გაიმართა", "datePublished": "2017-09-22 06:36:59", "dateModified": "2017-09-22 06:36:59", "description": "გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-აშშ-ის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image48/db9bc9be690d23df35f0a1fcab55c927.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართა სუამი-აშშ-ის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვის და აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის მონაწილეობით.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ სუამი-აშშ-ის მრავალწლიან თანამშრომლობას და აშშ-ის აქტიურ მხარდაჭერას აღნიშნულ ფორმატში.

ასევე, ხაზი გაესვა სუამ-ის ფარგლებში სექტორალური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა სუამ-ის დიდი პოტენციალი საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სუამი-აშშ-ის ფორმატის ამ მიმართულებით, ისევე როგორც სხვადასხვა პროექტების და ინიციატივების შემდგომი ეფექტური რეალიზაციისთვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია