დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ხუხაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი არის დიდი ტყუილის ისტორია, თავისი დადგმული სპექტაკლებით
ავტორი:
2017/სექტემბერი/21 22:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453585-gia-khukhashvili-sakonstitucio-cvlilebebis-procesi-aris-didi-tyuilis-istoria-thavisi-dadgmuli-speqtaklebith.html", "headline": " გია ხუხაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი არის დიდი ტყუილის ისტორია, თავისი დადგმული სპექტაკლებით", "datePublished": "2017-09-21 18:34:32", "dateModified": "2017-09-21 18:34:32", "description": "თუკი მიშა მის მიერ შექმნილ მახინჯ, გარყვნილ სისტემას იყენებდა, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ცოლად გაჰყვა ამ სისტემას, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/d9f36ad74f84c8efbc3c0832ff9cdfd2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუკი მიშა მის მიერ შექმნილ მახინჯ, გარყვნილ სისტემას იყენებდა, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ცოლად გაჰყვა ამ სისტემას, - ამის შესახებ გია ხუხაშვილმა Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მახინჯი სახით ჩამოყალიბდა და ამ სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნებით, ”ქართულ ოცნებას” ძალაუფლების გახანგრძლივების მიზანი ამოძრავებს.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი არის დიდი ტყუილის ისტორია, თავისი დადგმული სპექტაკლებით.

”დღევანდელი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემის მემკვიდრეა - აბსოლუტურად მოერგო სააკაშვილის სისტემას. განსხვავება იმაშია, რომ თუკი მიშა იმ მახინჯ, გარყვნილ სისტემას იყენებდა, რომელიც მან თავის დროზე შექმნა, დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ ცოლად გაჰყვა ამ სისტემას. კოლექტიური მურუსიძე, რომელიც მომსახურე იყო, ახლა პარტნიორად დაიყენეს. კახა ოქრიაშვილი, რომელიც ყველაფერს უპრავებდა მიშა სააკაშვილს, ყველა სიბინძურეზე ხელს აწერდა, სწორედ ეს ოქრიაშვილი ბობოქრობს ახლა და იძახის: - როგორ, მაჟორიტარებს ძალაუფლების ჩვენი წილი გვინდა! ოქრიაშვილი მაჟორიტარების კრებსითი სახეა, რომლებიც მიშა რომ იტყოდა, ყურებზე დადიოდნენ. დღეს, დღის წესრიგს ეს ხალხი აყალიბებს”, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ მულტიპარტიული სისტემის ჩამოყალიბების საქმეში გამოსავალი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 887
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია