დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელიას შეფასებით, ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაცმოძრაობა” კახი კალაძის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს
ავტორი:
2017/სექტემბერი/21 13:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453461-eka-beselias-shefasebith-gazpromthan-gaformebuli-khelshekrulebis-themas-nacmodzraoba-kakhi-kaladzis-tsinaaghmdeg-ierishis-misatanad-iyenebs.html", "headline": "ეკა ბესელიას შეფასებით, ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაცმოძრაობა” კახი კალაძის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს", "datePublished": "2017-09-21 08:42:23", "dateModified": "2017-09-21 08:42:23", "description": "”ქართული ოცნების” დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაციონალური მოძრაობა” ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/2f5de36e9cdeaccb1b1b529945f2703c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ქართული ოცნების” დეპუტატის ეკა ბესელიას შეფასებით, ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების თემას ”ნაციონალური მოძრაობა” კახი კალაძის, როგორც ძლიერი კონკურენტის წინააღმდეგ იერიშის მისატანად იყენებს.

ბესელია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებებს იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა პარლამენტის დღის წესრიგში რამდენჯერმე თავად ”ნაციონალური მოძრაობის” მოთხოვნით გადაიდო.

”პირველ რიგში, ”ნაციონალურ მოძრაობას” შევახსენებ, რომ გადაიკითხონ პარლამენტის რეგლამენტი, სადაც აუცილებლად იპოვიან მუხლს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება. ეს წესი ყოველთვის, ყველა არჩევნების წინ მოქმედებდა და ამ წესს პარლამენტი იცავდა. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა შეიძლება რიგგარეშე სხდომები ჩაატაროს. რაც შეეხება უშუალოდ თემას, არსი მდგომარეობს იმაში, რომ კახი კალაძე ”ნაციონალური მოძრაობისთვის” არის ყველაზე დიდი სამიზნე - გასაგებია რატომაც, ის არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს იცის და გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით მიიტანოს შეტევა ჩვენს კანდიდატზე”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან აქვე დასძინა, რომ კალაძემ ”გაზპორმთან” დაკავშირებულ თემაზე განმარტებები გააკეთა და ყველა კითხვას გასცა პასუხი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 687
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია