დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე - დღეს საქართველო მსოფლიოს ავანგარდშია ღია მმართველობის კუთხით
ავტორი:
2017/სექტემბერი/21 11:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453444-mikheil-janelidze-dghes-saqarthvelo-msoflios-avangardshia-ghia-mmarthvelobis-kuthkhith.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე - დღეს საქართველო მსოფლიოს ავანგარდშია ღია მმართველობის კუთხით", "datePublished": "2017-09-21 07:32:12", "dateModified": "2017-09-21 07:32:12", "description": "დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით, წელს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/74e2dcda773708c29d5f682806244de9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს საქართველო არის მსოფლიოს ავანგარდში ღია და ტრანსპარენტული მმართველობის კუთხით, წელს ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ იმით, რომ გავხდით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა არის საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების, ქვეყნის ღია მმართველობის და ელექტრონული მმართველობის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესის ძალიან დიდი აღიარება.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ფორუმის მონაწილე ქვეყნებს გაუზიარებს იმ გამოცდილებას, რაც დაგროვდა საქართველოში და ქვეყნის სახელმწიფო უწყებებში. მინისტრის თქმით, დაიგეგმება მომავალი ხედვები, რათა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში მმართველობა გახდეს კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტირებისას აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, უმაღლეს დონეზეა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატში საერთო პოლიტიკის შემუშავების კუთხით. მან ისაუბრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს შორის გამართულ შეხვედრაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ჩვენი თანამშრომლობის საკითხებზე ასევე ინტეგრაციული პროცესების შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს სამიტი იყოს წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად ევროპისთვის”, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია