დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ავტორი:
2017/სექტემბერი/21 11:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453429-davith-zalkalianma-gaero-s-adamianis-uflebatha-sabtcos-reformirebis-sakithkhze-gamarthul-ghonisdziebashi-miigho-monatsileoba.html", "headline": "დავით ზალკალიანმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა", "datePublished": "2017-09-21 06:49:48", "dateModified": "2017-09-21 06:49:48", "description": "გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/e8baab5f3f65641896d1273d9fb81fda.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გაერო-ს 72-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს ინიციატივით და ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების საკითხზე.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას გაერო-სთან აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენლმა, ნიკი ჰეილიმ უმასპინძლა, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ამერიკის ხედვა ადამიანის უფლებების საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით. რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს ღონისძიების თანაორგანიზატორებმაც - გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ბორის ჯონსონმა და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერტ კოენდერსმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, შეხვედრაზე ისაუბრა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეფორმირების მნიშვნელობაზე და დააფიქსირა ქართული მხარის მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთოს საბჭოს ეფექტურობის გაზრდის პროცესში და შესაბამის აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ საქართველო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრია 2016 წლიდან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 697
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია