დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო ზარდიაშვილი - ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია, აღიაროს, რომ მანიპულაციებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას
ავტორი:
2017/სექტემბერი/21 09:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453407-vano-zardiashvili-ethikur-kapitan-gigaurs-landzghva-ginebaze-gadmosvlis-nacvlad-urchevnia-aghiaros-rom-manipulaciebith-cdilobs-sazogadoebis-motyuebas.html", "headline": "ვანო ზარდიაშვილი - ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია, აღიაროს, რომ მანიპულაციებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას", "datePublished": "2017-09-21 05:08:01", "dateModified": "2017-09-21 05:08:01", "description": "ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი ან აღიაროს, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/7ad648ae99bf0e5367d68ff075fc6a38.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეთიკურ კაპიტან გიგაურს ლანძღვა-გინებაზე გადმოსვლის ნაცვლად ურჩევნია, ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე გასცეს პასუხი ან აღიაროს, რომ მანიპულაციებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის საპასუხოდ განაცხადა.

„რომელი დეპუტატი ეწევა დღეს სადეპუტატო საქმიანობის პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას?! თუ ამაზე პასუხი არ აქვს, კეთილი ინებოს და უფრო კვალიფიციურად, სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და როდესაც იძულებული იქნება, სიმართლე თქვას, თავის მეგობარ ნიკა გვარამიასთან ერთად უთხრას საზოგადოებას, რომ თქვეს ტყუილი და მაშინ დეპუტატებიც ობიექტურად მიიღებენ მოცემულობას, რომ ისინი 10, 15 და 20 წლის წინანდელ, შეჩერებულ ფირმებში ფიქსირდებიან. წარმოიდგინეთ, რას ეუბნებიან ისინი საზოგადოებას, რომ კობა ნაყოფიას შეხება არ აქვს ბიზნესთან და მამუკა მდინარაძე დღემდე ეწევა საადვოკატო საქმიანობას?! ეს იმის ბრალია, რომ ეს ვითომ დამოუკიდებელი ხალხი ბოლო დროს გადასულია სამზარეულოს დონის ჭორაობაზე და ამით შეურაცხყოფენ საზოგადოებას. მე მინახავს მისი მხრიდან როგორც ტყუილის ტირაჟირება, ისე არაკომპეტენტურობა და მან ეს იცის. ეთიკურ არასამთავრობოს ევალება საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება და ეკრძალება ეპიზოდური, კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული ინფორმაციის გახმოვანება. ეს წესით მან უნდა იცოდეს და თუ არ იცის, ესეც არ გამიკვირდება“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორი ეკა გიგაური არაკომპეტენტურობასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა. ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა. ეკა გიგაურმა, თავის მხრივ, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ურჩია, დეპუტატების სამეწარმეო საქმიანობებთან დაკავშირებით რეესტრის მონაცემებს ჩახედოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია