დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაულის კანდიდატურის დასახელების მოთხოვნით, აქცია გაიმართა
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 22:30:03
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453382-qarthuli-ocnebidanq-gardabnis-merobis-kandidatad-gocha-jamaraulis-kandidaturis-dasakhelebis-mothkhovnith-aqcia-gaimartha.html", "headline": "„ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაულის კანდიდატურის დასახელების მოთხოვნით, აქცია გაიმართა ", "datePublished": "2017-09-20 18:36:05", "dateModified": "2017-09-20 18:36:05", "description": "„ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაულის კანდიდატურის დასახელების მოთხოვნით, გარდაბნის ცენტრში მორიგი აქცია გაიმართა. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/48f07ce8c6c5a0963cb3cc1089db5c1b.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ქართული ოცნებიდან" გარდაბნის მერობის კანდიდატად გოჩა ჯამარაულის კანდიდატურის დასახელების მოთხოვნით, გარდაბნის ცენტრში მორიგი აქცია გაიმართა.

9 აპრილის სკვერში ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და უკვე დასახელებული მერობის კანდიდატის, რამაზ ბუდაღაშვილის ნაცვლად, მოქმედი გამგებლის, გოჩა ჯამარაულის წარდგენა მოითხოვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯამარაულის გამგებლობის პერიოდში გარდაბნის მუნიციპალიტეტში უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მოწესრიგდა გზები, სკვერები, პარკები.

„ქართულ ოცნებას" ქვემო ქართლის რეგიონში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის მერობის კანდიდატი გარდაბნის #21-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე რამაზი ბუდაღაშვილია. გარდაბნის მოსახლეობამ ბუდაღაშვილის კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით აქცია უკვე მესამედ გამართა. ჯამარაულის მხარდამჭერები პოლიტსაბჭოს მოუწოდებენ, შეცვალონ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 827
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია