დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა მდინარაძე - კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქვეყნის მომავალზე იქნება ორიენტირებული
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 22:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453379-mamuka-mdinaradze-konstitucia-romelsac-parlamenti-miighebs-qveynis-momavalze-iqneba-orientirebuli.html", "headline": "მამუკა მდინარაძე - კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქვეყნის მომავალზე იქნება ორიენტირებული ", "datePublished": "2017-09-20 18:06:38", "dateModified": "2017-09-20 18:06:38", "description": "რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით და იმედი გვაქვს, ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორც წინა შემთხვევაში იყო, - ამის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/d494b3386fab2e5850764e37d6912d36.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით და იმედი გვაქვს, ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორც წინა შემთხვევაში იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ქვეყნის მომავალზე იქნება ორიენტირებული. „რამდენიმე დღეში ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით და იმედი გვაქვს, ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორც წინა შემთხვევაში იყო. როცა საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, ვამბობდით, რომ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით, რაც ასეც ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ, ქვეყნის მომავალზე იქნება ორიენტირებული და მის გრძელვადიან განვითარებას უზრუნველყოფს.

საქართველოში დღეს კონსტიტუცია მოქმედებს, რომელიც 2010 წელს ე.წ. კონსენსუსით იყო მიღებული. ვიცით, რომ ეს ყველაფერი ერთ ადამიანზე იყო მორგებული. დღეს ძალიან კარგი დოკუმენტი გვაქვს და ტექსტი ძალიან კარგია, რასაც ვენეციის კომისია ადასტურებს. მართალია, რომ კონსენსუსის ხარისხი ვერ გაფართოვდა და გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც ოპოზიციის იმ პროვოკაციული მოქმედების შედეგად იყო, რაც მათ ამ თვეების განმავლობაში განახორციელეს. ვინაიდან, ტექსტი კარგია, კონსენსუსი უმრავლესობის შიგნით შედგა და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიღებულ კონსტიტუციას არანაირი პრობლემა არ ექნება და ის იქნება დოკუმენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებული ისტორიის ნაწილი იქნება.

ძალიან დიდი ალბათობით ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების და გაცნობის შემდეგ, კონსტიტუციას მესამე მოსმენით მივიღებთ და იმ შემთხვევაში თუკი პრეზიდენტის მხრიდან ვეტო იქნება დადებული, ამ ვეტოსაც წარმატებით გადავლახავთ, რადგან ნამდვილად კარგი კონსტიტუცია გვაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა გახდება ცნობილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია