დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავამ მე პეიჰუას და ჩინეთის დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 18:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453350-sofio-qacaravam-me-peihuas-da-chinethis-delegaciis-tsevrebs-kakhethshi-umaspindzla.html", "headline": "სოფიო ქაცარავამ მე პეიჰუას და ჩინეთის დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა", "datePublished": "2017-09-20 14:03:58", "dateModified": "2017-09-20 14:03:58", "description": "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერს, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/d146193f832c21fe5494dda54f71ea6d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერს, მე პეიჰუას და დელეგაციის წევრებს კახეთში უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე, თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე და თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ და როგორც აღნიშნა, ეს შეთანხმება ურთიერთობებს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩვენს პარტნიორებს, ჩინეთის პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე სპიკერს და დელეგაციის წევრებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საპარლამენტო, აღმასრულებელ და ბიზნეს კავშირების დონეზე, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს", - სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარებისთვის.

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ვიცე-სპიკერმა სოფიო ქაცარავა ჩინეთში მიიწვია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია