დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო ზარდიაშვილი - ის, რასაც ეკა გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა, მიზანმიმართული ტყუილი ან არაკომპეტენტურობაა
ავტორი:
2017/სექტემბერი/20 15:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453291-vano-zardiashvili-is-rasac-eka-gigauri-prokuror-gvaramiasthan-erthad-etseva-mizanmimarthuli-tyuili-an-arakompetenturobaa.html", "headline": "ვანო ზარდიაშვილი - ის, რასაც ეკა გიგაური პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა, მიზანმიმართული ტყუილი ან არაკომპეტენტურობაა", "datePublished": "2017-09-20 11:07:34", "dateModified": "2017-09-20 11:07:34", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/7ad648ae99bf0e5367d68ff075fc6a38.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს არაკომპეტენტურობასა და ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ზარდიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ვიხილეთ, სადაც კაპიტანი გიგაური მტკიცებით ფორმაში ამტკიცებდა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას და ამით არღვევენ კანონს. იყო სიგნალები, რომ ყველა საპარლამენტო ფრაქცია ცუდია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. მე არ შევუდგები „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების დაცვას, მაგრამ ქალბატონ გიგაურს და გვარამიას რატომღაც გამორჩათ კობა ნაყოფია, რომელიც პარლამენტში არ გვინახავს არავის და ვიცით მისი ბიზნესინტერესების შესახებ, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ დიმიტრი ხუნდაძეს აქვს ბიზნესსაქმიანობა. აქ საუბარია წინა საუკუნეში დარეგსიტრირებულ, 30 კვ/მ კვების ობიექტზე, რომელიც ძალიან დიდი ხანია, დახურულია. მამუკა მდინარაძე რომ 2005 წელს საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, ესეც თურმე ახალი აღმოჩენა ყოფილა. ეს არის ცალსახა ცილისწამება, რომელსაც ქალბატონი ეკა ბატონ პროკურორ გვარამიასთან ერთად ეწევა, ან მიზანმიმართული ტყუილი ან არაკომპეტენტურობა. არაკომპეტენტურობას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ მათ თუ რეალურად სურვილი ჰქონდათ, ჩაეტარებინათ რაიმე კვლევა, აუცილებლად ნახავდნენ საგადასახადო სისტემებში მიმართულ წერილებს, სადაც დეპუტატებმა უფლებამოსილების შეჩერება სთხოვეს საგადასახადო სისტემას. მე მოვუწოდებ ქალბატონ ეკას, რომ თუ არ უნდათ მათ იარონ მუდმივად არაკომპეტენტურობის სახელით და მატყუარების იმიჯით, ჩვენც მივეხმარებით ამ ფაქტების დადგენაში, ოღონდ ერთ-ერთი ჩამოთვლილი დეპუტატის საქმიანობა მაინც დაამტკიცონ, რომ ისინი დღეის მდგომარეობით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას“, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო სუბიექტებში. ამასთან, 14 დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობიდან და 2-ს „პატრიოტთა ალიანსიდან“ არადეკლარირებული ბიზნესაქტივები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 9 დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ჩათვლით, რეგისტრირებულია დირექტორად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 688
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია