დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს პარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა
ავტორი:
2017/სექტემბერი/19 22:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453157-saqarthvelos-parlamentshi-asocirebis-saparlamento-komitetis-mekhuthe-skhdoma-gaikhsna.html", "headline": " საქართველოს პარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა", "datePublished": "2017-09-19 18:11:37", "dateModified": "2017-09-19 18:11:37", "description": "საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5891a7d789722d96cf1daba61c1c75e2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტარები მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, სხდომა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანა-თავმჯომარეებმა თამარ ხულორდავამ და საჯად კარიმმა გახსნეს.

ასოცირების კომიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯომარემ თამარ ხულორდავამ.
„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, საქართველოში ვუმასპინძლოთ ასოცირების კომიტეტის მე-5 სხდომას. ეს არის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს არის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ორგანო საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის. ჩვენი მიღწეული შედეგებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშნელოვანი ორგანო და შესაძლებლობა იმისთვის რომ ჩვენი ურთიერთობები გავაღრმავოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველო ევროკავშირის უფრო მეტი დაახლოვებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ამასთან, მან კომიტეტის მიერ ჩატარებული მე-4 სხდომის შემდეგ საქართველოს მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
„საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში სერიოზული გარღვევა მოხდა ამ ბოლო პერიოდში. ამოქმედდა ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება. ეს არის საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი რომელიც ხელშესახებია საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
ხულორდავამ საქაღტველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ასეთი მნიშნელოვანი მიღწევა ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებაა. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის პილიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი ასოცირების შეთანხმების განხორციელებაა.
„ვაგრძელებთ ამ წესრიგით მუშაობას და ამ პროცესში ჩვენთვის ძალიან მნიშნელოვანია პარტნიორების გვერდში დგომა და ჩვენთან ერთად ამ მიზნისკენ სვლა“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, რაც არ უნდა ბევრი რამ იყოს მიღწეული მაინც გრძელი და რთული გზაა წინ და საქართველოს პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. მან ყურადღება გაამახვილა ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
„ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ გამორჩეულები აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში. საქართველო აღიარებულია როგორც მოწინავე ქვეყანა, რა თქმა უნდა გვაქვს მეტის ამბიცია“, - განაცხადა კომიტეტის თანა-თავმჯდომარემ.
მისივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ევროპარლამენტი ამზადებს ანგარიშს.
„ჩვენ გვაქვს სურვილი და მოლოდინი იმისა, რომ ევროპარლამენტი იქნება ძალიან პირდაპირი და არ მოერიდება ისაუბროს იმაზე, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, სურვილი და ის, რაც მუდმივად აისახება საპარლამენტო კომიტეტების მიერ მიღებულ ყველა განცხადებასა თუ რეზოლუციაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მან საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
„გვაქვს სურვილი, რომ ამ ასოცირებული ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება იყოს დიფერენცირებული, განსხვავებული და აღიარებული. ჩვენ სხვა ამბიცია, შესაძლებლობა და სურვილიც გვაქვს, რომ ჩვენი საერთო მიზნები განვახორციელოთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარე საჯად კარიმმა საქართვეო-ევროკავშირს შორის ურთირთობის გარღმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მოხარული ვარ თქვენი მზაობით საქართველოს ევროპული გზა იყოს წარმატებული. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. საქართველოს და ევროკავშირს შორის გაღრმავდა ურთიერთობები. ევროკავშირთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიენიჭა. საქართველო ასევე, მიუერთდა ენერგო თანამეგობრობის შეთანხმებას. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს საქართველო წინ მიიწევს“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმა.
მან საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებზეც ისაუბრა. „თქვენი ქვეყანა ახორციელებს, იმ ძირითად რეფორმებს რაც შესაბამისობაშია საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებასთან. ეს ეხება დემოკრატიზაციას, კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემას, კორუფციასთან ბრძოლას და სახელმწიფო მმართველობაა“,- აღნიშნა მან. საპარლამენტო კომიტეტის თანა-თავმჯომარემ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეხედულებები და მიაღწიოს შეთანხმებას პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
საჯად კარიმმა ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებიდან საქართველო არის ლიდერი ქვეყანა.
„ბრიუსელში გამართული სამიტი უნდა იყოს მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს“, - განაცხადა გამოსვლის დასასრულს საჯად კარიმმა.
ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების განსახილველად საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის დელეგაციები სხდომაზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენელებს მოუსმინეს.
ევროკავშირს და საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებზე მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელძღვანელი, იანოშ ჰერმანი გამოვიდნენ.
„ევროპის პარლამენტი, რეზოლუციებში, მკაფიოდ გამოხატავს ასოცირებული სახელმწიფოების მიმართ თავის დამოკიდებულებას. ჩვენ ამას ვაფასებთ და იმედი გვაქვს გააგრძელებთ პოლიტიკური მიმართულებით მუშაობას. მან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსაც გაუსვა ხაზი. ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით გაწეულ სამუშაოებზე. მანვე ხაზი გაუსვა იმ რეფორმების გატარების აუცილებლობას, რომლის სრულად გამოყენების შესაძლებლობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება იძლევა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში კონფლიქტების გადაჭრის საქმეში ევროკავშირის როლზეც ისაუბრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს საქართველოს საზღვრების აღიარებისა და რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის გამო“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მან სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის პრინციპული ჩართვა ითხოვა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეფასებით, საქართველო-ევროკავშირს ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არასდროს ჰქონია.
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იმდენად ძლიერი და მჭიდროა, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ეს გამომდინარეობს იმ სტაბილური და მყარი პასუხისმგებლობებიდან და სურვილიდან, რომელიც ორივე მხარიდან მოდის. ვალდებულებები მოითხოვს რეფორმების განხორციელებას, ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ევროკავშირის ღირებულებების ამსახველი იქნება. ეს ვალდებულებები ევროკავშირის მხრიდან პროცესის მხარდაჭერას მოითხოვს, ისეთი ინსტრუმენტებისა და საშუალებებით, რომელიც ევროკავშირს გააჩნია“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
სხდომაზე პარტნიორებმა განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და საკონსტიტუციო რეფორმა. ასევე იმსჯელეს მართლმსაჯულების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე.
სხდომაზე, ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა მოახერხა ამ მიზნის მიღწევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან.
„ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან უნიკალური განაცხადი - საქართველოს პარლამენტი არ მიიღებდა არცერთ ნორმას, რომელსაც უარყოფითად შეაფასებდა ვენეციის კომისია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას და არ ვაპირებთ მივიღოთ არცერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო პროცესის დასასრულს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო. მაღალი ხარისხის პროდუქტი, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კრიტიკის მიზეზი ორი საკითხი - საპარლამენტო არჩევნების სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი იყო. მისივე თქმით, კიდევ ერთი საკამათო საკითხი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. „ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამ ცვლილების მთავარი მიზეზია პრეზიდენტის არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანა პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის შინაარსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება ძლიერ პარლამენტს ეხება.
„ჩვენ გავაძლიერეთ პარლამენტის როლი ამ სისტემაში, გავაუმჯობესეთ მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის პროცედურები პარლამენტის წინაშე, მათ შორის, უნდობლობის გამოცხადების ვოტუმი, ასევე, პრემიერ მინისტრის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე, არის საკმაოდ ბევრი ცვლილება, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და უზრუნველყოფს შესაბამის ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების სისტემას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ძლიერდება ოპოზიციაც.
ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ცვლილებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დაასახელა და აღნიშნა, რომ მოქმედი სისტემის შეცვლა ვერცერთმა წინა მთავრობამ ვერ მოახერხა. ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისია დოკუმენტს პოზიტიურად აფასებს. მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვენეციის კომისიის 23 რეკომენდაციიდან 20 გაითვალისწინა. რაც შეეხება დარჩენილ სამ რეკომენდაციას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციები ტექნიკური ხასიათისაა.
„ჩვენ ვიღებთ ევროპული ტიპის კონსტიტუციას, ძალიან კარგი საპარლამენტო სისტემით, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ჩვენ უკვე მივიღეთ მოსაზრება ვენეციის კომისიისგან. მათ გამოთქვეს 23 რეკომენდაცია, რომელთაგან 20 გავითვალისწინეთ. რაც შეეხება დარჩენილ სამ რეკომენდაციას, ისინი არსებითი ხასიათის არ იყო, უფრო მეტად - ტექნიკური ბუნების იყო. გვწამს, რომ ამ საკითხების არ გათვალისწინება არ მოახდენს გავლენას დოკუმენტის საბოლოო შეფასებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპული კონსტიტუციონალიზმის საუკეთესო პრაქტიკასთან.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვაზე, კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხის ამაღლებასა და საზედამხედველო ფუნქციის უკეთ განხორციელებაზე ისაუბრა.
„ჩვენი სამომავლო გეგმა პარლამენტის შემდგომი გაძლიერება, კანონშემოქმედებითი პროცესის ხარისხის ამაღლება და ჩვენი საზედამხედველო ფუნქციის უკეთ განხორციელებაა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შემდგომი ეტაპი, საქართველოს პოლიტიკაში პარლამენტის როლის გაძლიერებას მოითხოვს, რასაც კონსტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
ვიცე-სპიკერმა მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტებზე, შრომის და უმცირესობათა უფლებების დაცვაზე და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ყველა საერთაშორისო და ყველაზე უფრო სანდო შეფასებების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში იმ ძალიან ცოტა ქვეყნებს შორისაა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება.
თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის ოფისი სახელმწიფო ინსტიტუტია, ის დამოუკიდებელია.
„ომბუდსმენის გამოსვლა ღია ფორმატში მიმდინარეობს და ყოველთვის ვრეაგირებთ მის კრიტიკაზე ჩვენი რეზოლუციებით. ეს ძალიან ახალია საქართველოსთვის, რამეთუ, ადრე ომბუდსმენის კრიტიკა და თხოვნები რჩებოდა ყოველგვარი ყურადღების გარეშე. ეს გახლავთ ალბათ, ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც პარლამენტმა შეძლო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის და ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში იმ ცხრა ქვეყნას შორისაა, სადაც პრესის თავისუფლების მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2013 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი შეიქმნა.
სასამართლო სისტემის რეფორმაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით 32 ადგილით წინ წაიწია, რაც ძალიან დიდი პროგრესია.
„ჩვენ განვახორციელეთ რეფორმების სამი ძალიან მნიშვნელოვანი ტალღა, მოხდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზირება და ძალიან გაიზარდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალეობა. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი და რთული რეფორმა და საქართველოს წინსვლა აშკარად ჩანს ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორების შეფასებებში“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილის განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმის შედეგად, პროკურატურა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდება და ის აღარ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი.
თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა 2014 წელს, საქართველოში დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიაზე და სტრატეგიის საფუძველზე შექმნილ მთავრობის სამუშაო გეგმაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო შემფასებლების დასკვნის მიხედვით, საქართველოში ძალიან გაიზარდა გამოხატვის თავისუფლება. მისივე თქმით, საარჩევნო სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად გაიზარდა ხმის მიცემის უფლების განხორციელების ხარისხიც.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხები რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა იყო. ახლა კი, მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში რეაგირება ძალიან მწვავეა.
თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა ასევე, 2014 წელს მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ გაუმჯობესდე ამ კანონის ტექნიკური ასპექტები, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მოქალაქეების დაცვას ნებისმიერ სახის დისკრიმინაციისაგან.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის
„მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის კავშირს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ისეთი ქვეყანა, რომელიც თქვენი კარგი პარტნიორი იქნება. ჩვენ ჩვენი მიზნების და ამოცანების ერთგული ვრჩებით“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობასა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ისაუბრა.
სხდომაზე პერსონალური მონაცემთა დაცვის საკითხსა და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ისაუბრა. სხდომაზე ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც შრომის უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით ხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებზე იმსჯელეს. „ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოლოდინები ამ სამიტიდან და გვსურს ამ პროცესში ევროპარლამენტიც იყოს აქტიური. აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა გარკვეულ გადახედვას საჭიროებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მონაწილე ყველა ქვეყნისთვის შეინარჩუნოს აქტუალობა. ჩვენ ვითხოვთ მეტ დიფერენციაციას და პრინციპის მეტი-მეტისთვის დანერგვას და პრაქტიკაში რეალიზებას, რაც თავის მხრივ, საქართველოსთვის ორ ელემენტს გულისხმობს. ერთი - პოლიტიკურ დონეზე იმის აღიარება, რომ ასოცირებულ პარტნიორებს, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას აქვს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და მეორე მხრივ მოიაზრებს ფინანსურ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ევროკავშირი ჩვენი ამბიციური გეგმების განხორციელებაში დაგვეხმაროს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მუშაობას ხვალ, 20 სექტემბერს გაგრძელებს.

სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი განცხადებას და რეკომენდაციებს მიიღებს.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება და მას თანათავმჯდომარეები, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი, საჯად კარიმი (გაერთიანებული სამეფო/კონსერვატორები) ხელმძღვანელობენ.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია