დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქეთევან ციხელაშვილი - იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის
ავტორი:
2017/სექტემბერი/19 21:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453152-qethevan-cikhelashvili-imis-paralelurad-rom-maghalia-dabrkolebebi-da-kedlebi-aucilebelia-kidev-ufro-dzaliskhmeva-ndobis-aghdgenisthvis.html", "headline": " ქეთევან ციხელაშვილი - იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის", "datePublished": "2017-09-19 17:22:58", "dateModified": "2017-09-19 17:22:58", "description": "იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5a46d6ba0c6dc7ba40b93d9e12d30110.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო სესიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარება, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანთა უფლებების დარღვევებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში საკუთრების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვებზე, გამყოფ ხაზებზე თავისუფალი გადაადგილებების, უკანონო დაკავებების და სხვა ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტარებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება ოკუპაციის პირობებში არსებული ვითარების და ყოველდღიური პროვოკაციების თაობაზე. მათი გათვითცნობიერება ითარგმნება იმ პრინციპულ პოზიციაში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსული ოკუპაციის დასრულებისთვის და პროვოკაციული ქმედებების პრევენციისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მიმართულებებით მუშაობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესება. ევროპარლამენტარებს ასევე მივაწოდე ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, ჩვენს ძირითად ამოცანებზე, იმ პროექტებზე, რომლებსაც ვახორციელებთ ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში და რომელთა განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ. ევროპელი პარტნიორებისთვის გვაქვს ერთი მთავარი გზავნილი: იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია, კიდევ უფრო ძალისხმევა, მეტი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი ჩაიდოს ნდობის მშენებლობის, ხალხთა შორის კონტაქტების წახალისების და საზოგადოებრივი დიალოგის პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის გზა შერიგებისაკენ, ერთადერთი და უალტერნატივო გზა მშვიდობისაკენ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა თბილისში, საქართველოს პარლამენტში 19-20 სექტემბერს ტარდება. სხდომაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, ევროპარლამენტარებიც მონაწილეობენ.

სხდომაზე იხილება ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების საკითხები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და საკონსტიტუციო რეფორმა, ასევე მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.
კომიტეტმა ცალკე საკითხად განიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია