დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მღებრიშვილი - შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება წინაპირობა, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს
ავტორი:
2017/სექტემბერი/19 12:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/453008-giorgi-mghebrishvili-shss-sa-da-ceskos-shoris-thanamshromlobis-stsorad-tsarmarthva-iqneba-tsinapiroba-rom-archevnebi-mshvid-da-thavisufal-garemoshi-chatardes.html", "headline": "გიორგი მღებრიშვილი - შსს-სა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება წინაპირობა, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს", "datePublished": "2017-09-19 08:32:21", "dateModified": "2017-09-19 08:32:21", "description": "შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება იმის წინაპირობა, რომ 2017 წლის ოქტომბერში ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/4d12e53037fcef98d376d60bf03568fe.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად წარმართვა იქნება იმის წინაპირობა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

”მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო პერიოდი აქტიურ ფაზაში შევიდა. არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტებით ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდნირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. ყველას გახსოვთ, როგორი მაღალი, დასავლური სტანდარტის პირობებში ჩატარდა გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფალ და უსაფრთო გარემოში შეძლეს ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. მიმაჩნია, რომ შსს-ს და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება იმის წინაპირობა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს”,- განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრის თქმით, თამარ ჟვანიასთან დღევანდელ შეხვედრაზე თანამშრომლობის დამატებითი ფორმები და სამართლებრივი ჩარჩო განისაზღვრა. ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები. მღებრიშვილის განმარტებით, ცესკოსთან გაფორმებული ურთიერთაგების მემორანდუმით, აღნიშნული ორი უწყების კოორდინირებულ მუშაობას გულისხმობს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე საარჩევნო პერიოდში.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს, წინასაარჩევნო სამუშაოების დასავლური სტანდარტების შესაბამისად წარმართვაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია