დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უმრავლესობის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მიერ "ქართული ოცნების" შემომწირველების დაბარება ამ სამსახურის დამოუკიდებლობაზე მიუთითებს
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 12:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452794-umravlesobis-shefasebith-auditis-samsakhuris-mier-qqarthuli-ocnebisq-shemomtsirvelebis-dabareba-am-samsakhuris-damoukideblobaze-miuthithebs.html", "headline": "უმრავლესობის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მიერ "ქართული ოცნების" შემომწირველების დაბარება ამ სამსახურის დამოუკიდებლობაზე მიუთითებს", "datePublished": "2017-09-18 08:26:02", "dateModified": "2017-09-18 08:26:02", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მიერ "ქართული ოცნების" შემომწირველების დაბარება ამ სამსახურის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/3a0decad04073f898006f6a77b342919.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, აუდიტის სამსახურის მიერ "ქართული ოცნების" შემომწირველების დაბარება ამ სამსახურის დამოუკიდებლობაზე მიუთითებს.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა, აუდიტის სამსახური სწორედ იმისთვის არსებობს, რომ შესაძლო კანონდარღვევები გამოავლინოს.

"წინასაარჩევნო გარემო არის სრულიად თავისუფალი, განსხვავებით იმ პერიოდისგან, რომელიც ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუდიტის სამსახური გარკვეული ინფორმაციის მისაღებად იბარებდა იმ შემომწირველებს, რომლებიც ოპოზიციას აფინანსებდნენ. ფაქტია, რომ დაბარებული ახლა არიან ის შემომწირველები, რომელთაც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაიღეს შემოწირულობა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აუდიტის სამსახური არის დამოუკიდებელი და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, კანონის თანახმად, რომელიც მან უნდა მიიღოს. თუ ამ შემთხვევაში რაიმე კანონდარღვევა იყო, ბუნებრივია, აუდიტის სამსახური სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამ დარღვევებზე ისაუბროს", - განაცხადა კახიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკის თქმით კი, "რაც უფრო ინტენსიური იქნება ასეთი მოთხოვნები აუდიტის სამსახურის მხრიდან - დაბარება იქნება, მოკვლევა თუ ინფორმაციის გამოქვეყნება - ეს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ”ქართული ოცნებისა” და ”ევროპული საქართველოს” შემომწირველების გამოკითხვას დღეიდან იწყებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია