დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი დაინიშნა
ავტორი:
2017/სექტემბერი/18 11:30:03
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452777-saqarthveloshi-gaerthianebuli-samefos-savatcro-tsarmomadgeneli-dainishna.html", "headline": "საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი დაინიშნა", "datePublished": "2017-09-18 07:39:52", "dateModified": "2017-09-18 07:39:52", "description": "ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით, საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/645846f49024921342778c69a7200d8f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით, საქართველოში პირველად დაინიშნა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენელი მარკ პრიტჩარდი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. პრიტჩარდი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს.

მარკ პრიტჩარდი, რომელიც სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას შეითავსებს და პერიოდულად ეწვევა საქართველოს, ფორმალურად ლიამ ფოქსის საერთაშრისო ვაჭრობის დეპარტამენტს დაექვემდებარება. იგი ასევე გააგრძელებს პარლამენტარის თანამდებობაზე საქმიანობას.

გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის ფუნქციას პრემიერ- მინისტრის მიერ დანიშნული პარლამენტარები ითავსებენ, რომელთა ფუნქციაშიც შედის ერთ ან მეტ განვითარებად ბაზარზე ჩართულობა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობების არსებობა გამოავლინა. წარმომადგენლები ხელს უწყობენ მათი დაფარვის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას გაერთიანებულ სამეფოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობით.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო წარმომადგენლის რანგში, მარკ პრიტჩარდი მონაწილეობას მიიღებს ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართულნი.

გაერთიანებულ სამეფოში სავაჭრო წარმომადგნელის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად, 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი საქმიანობს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია