დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია
ავტორი:
2017/სექტემბერი/17 16:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452701-saqarthvelos-savatcro-samretsvelo-palata-okupirebul-teritoriaze-araghiarebuli-utsyebis-mier-gadadgmuli-yvela-nabiji-aralegitimuria.html", "headline": " საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია", "datePublished": "2017-09-17 12:01:32", "dateModified": "2017-09-17 12:01:32", "description": "საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/8ae9c1afdbf1c6779455dd818b3bdb90.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არალეგიტიმურია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას ბერლინში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ. პირველ რიგში გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, იმ საზღვრებში, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ და მისი ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით, კანონის შესაბამისად მოქმედებს მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კანონით სწორედ ჩვენი პალატის შემადგენლობაში შედის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე განთავსებულია თბილისში.

შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არაღიარებული უწყების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის არალეგიტიმური“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მაივე განმარტებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„სრულად ვიზიარებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ამ საკითხზე და ვადასტურებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გერმანელი პარტნიორები აღიარებენ და პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ კერძო პირების ინიციატივა იყო.
ასევე, გვინდა დავამატოთ, რომ ე.წ. „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია, რომ ისინი არიან პალატების სხვადასხვა საერთაშორისო გაერთიანებების წევრები. მოგახსენებთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ის გაერთიანებები, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მათ ვებ-გვერდზე უარს ამბობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ არალეგიტიმურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 603
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია