დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - თუ კუთხეში მიყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა ის ყველაფერი, რაც დღეს უწერია, მაშინ კონსულტაციების შესაძლებლობა იხურება
ავტორი:
2017/სექტემბერი/16 15:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452616-davith-usufashvili-thu-kuthkheshi-miyenebulma-qarthulma-ocnebam-konstituciashi-chatsera-is-yvelaferi-rac-dghes-utseria-mashin-konsultaciebis-shesadzlebloba-ikhureba.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - თუ კუთხეში მიყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა ის ყველაფერი, რაც დღეს უწერია, მაშინ კონსულტაციების შესაძლებლობა იხურება", "datePublished": "2017-09-16 11:08:43", "dateModified": "2017-09-16 11:08:43", "description": "თუ კუთხეში მიყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა ის ყველაფერი, რაც დღეს უწერია, მაშინ იხურება პოლიტიკური ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/0f99005d3ff351c0241ddb4b450b7c44.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ კუთხეში მიყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ჩაწერა ის ყველაფერი, რაც დღეს უწერია, მაშინ იხურება პოლიტიკური დისკუსიების და კონსულტაციების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი საკონსტიტუციო ცვლილებელთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთიანი ხედვის შემუშავებას გამოეხმაურა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოპოზიციის პოზიცია მთავარ კანონთან დაკავშირებით მართებულია, თუმცა მიიჩნევს, რომ „მისი რეალიზების და განხორციელების შანსები პრაქტიკულად ამოწურულია“.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტის აქტიურობა მნიშვნელოვანია, თუმცა საეჭვოა, უმრავლესობა შეჯერდეს იმ წინადადებებზე, რასაც „როგორც ჩანს, პრეზიდენტის ვეტოში უნდა ველოდოთ“.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე მხარეებს, უკვე იმედი აღარ აქვთ, რომ შესაძლოა რაიმე შეიცვალოს. ამიტომ, ძირითადად გრძელდება იმ პოზიციების კიდევ ერთხელ საზოგადეობისთის გაცნობა, რაც დიდიხანია ცნობილია. მე ვთვლი, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების პოზიციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის სწორი, მაგრამ მისი რეალიზების და განხორციელების შანსები პრაქტიკულად ამოწურულია, ვინაიდან, მმართველმა გუნდმა საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა და ახლა, მათ საკითხი ასე უდგათ - დათანხმდნენ გონივრულ წინადადებებს და ამით საკუთარი თავი დააყენონ სერიოზული დარტყმის ქვეშ, შესაძლო დაშლის საფრთხის ქვეშ, თუ პრინციპულად და ჯიუტად გააგრძელონ სვლა არასწორი მიმართულებით და ამით, საკუთარი ერთიანობა მაინც შეინარჩუნონ. ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს მმართველ გუნდს. სამწუხაროდ, მათ თავიანთი არასწორი ნაბიჯებით ჩაიყენეს საკუთარი თავი ამ პოზიციაში და ამ ვითარებამდე ქვეყანაც მიიყვანეს. ამიტომ პრეზიდენტის აქტიურობა ამ მიმართულებით, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ვეჭვობ, რომ უმრავლესობამ სწორედ იმ წინადადებებზე შეძლოს შეჯერება, რასაც როგორც ჩანს, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ვეტოში, რომელშიც ყველა ეს მოსაზრება აისახება. შექმნილ ვითარებაში, არ მგონია, რომ სწორი იყოს, იმ გზით სიარული, რომელიც კომპრომისამდე მისვლის გზას და საშუალებას არ ტოვებს, ამიტომ „შენების მოძრაობამ“, როგორც განაცხადა, ვართ აქტიური მუშაობის პროცესში და იქნებ, მოხერხდეს მომავალი დისკუსიების და კონსულტაციების შენარჩუნების საშუალება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიჩნევს რომ შემდგომი პროცესებისთვის დისკუსიების და კონსულტაციების შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„იქნებ, მოხერხდეს ამ შესაძლებლობის არ მოსპობა შემდგომი პროცესებისთვის. იმიტომ, რომ თუ პოლიტიკური პროცესი საპარლამენტო არჩევნებამდე სამი წლით ადრე, უკვე ჩაიკეტა, ეს ძალიან სავალალო შედგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია