დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას ითხოვს
ავტორი:
2017/სექტემბერი/15 16:30:12
{ "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452502-qnacionaluri-modzraobaq-qsaerthashoriso-gamtcvirvaloba-saqarthvelosq-angarishthan-dakavshirebith-irakli-shothadzis-parlamentshi-misvlas-ithkhovs.html", "headline": ""ნაციონალური მოძრაობა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას ითხოვს", "datePublished": "2017-09-15 12:36:27", "dateModified": "2017-09-15 12:36:27", "description": ""ნაციონალური მოძრაობა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/bba9e8cd4ab02cebf186237dc6c18441.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ნაციონალური მოძრაობა" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პარლამენტში მისვლას ითხოვს.

აღნიშნული საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო განმარტება, რომ პარლამენტს ამის უფლება არ აქვს.

"ძალიან ნათელი ჩანაწერია კანონში, დაწყებული ქვეყნის ძირითადი კანონით, გაგრძელებული სისხლის სამართლის კოდექსით და ჩვენივე რეგლამენტით, პროცესის მონაწილე პირების გარდა, არავის აქვს უფლება, მოისმინოს ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მითუმეტეს, პარლამენტმა და დაიბაროს ამ მიზნით მთავარი პროკურორი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სალომე სამადაშვილმა, თავის მხრივ, სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი პროცედურული საბაბით თავს არიდებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შესაძლოა პროკურატურის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. როგორც დღეს ორგანიზაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, ორგანიზაციამ პროკურატურიდან გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა უწყებამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია