დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს რეალურ დიალოგზე
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 22:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 18:21:07", "headline" : " გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს რეალურ დიალოგზე", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5d79b812d970db99035e899c7f377488.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": " გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს რეალურ დიალოგზე" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452112-giorgi-abashishvili-vfiqrob-khelisuflebas-konstituciis-natsilshi-bolo-shansi-aqvs-fasaduri-demokratiis-thamashidan-gadavides-realur-dialogze.html", "headline": " გიორგი აბაშიშვილი - ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს რეალურ დიალოგზე", "datePublished": "2017-09-13 18:21:07", "dateModified": "2017-09-13 18:21:07", "description": "ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს ნამდვილ, რეალურ დიალოგზე, - ამის შესახებ ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5d79b812d970db99035e899c7f377488.jpg", "height": 470, "width": 246 } } ვფიქრობ, ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში ბოლო შანსი აქვს, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს ნამდვილ, რეალურ დიალოგზე, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა, მმართველ ძალას, გაიზიაროს კონსენსუსის გზით შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები.

”მე ვფიქრობ ბოლო შანსი აქვს ხელისუფლებას კონსტიტუციის ნაწილში, ფასადური დემოკრატიის თამაშიდან გადავიდეს ნამდვილ, რეალურ დიალოგზე. როდესაც ყველა ახერხებს შეთანხმებას ერთიანი დოკუმენტის შექმნაზე, კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ და გაიზიაროს კონსენსუსური დოკუმენტი”, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, არიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პრეზიდენტის მიერ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეულნი, სადაც მსჯელობა კონსტიტუციის საკითხზე იქნება, აბაშიშვილი პასუხობს, რომ თუ მათ შეხვედრაზე დასწრების სურვილი ექნებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია სიამოვნებით უმასპინძლებს.

”მმართველ გუნდს ახასიათებს ერთი ძალიან საინტერესო მიდგომა, როდესაც ვეპატიჟებით შეხვედრაზე, გვეუბნებიან, ვინ ხართ, რომ გვეძახით, როდესაც არ ვეპატიჟებით, გვეუბნებიან, რატომ არ გვპატიჟებთო. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ვისაც სურს, ხვალ, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება შეხვედრა და დიდი სიამოვნებით მივიღებთ, ვნახოთ, როგორი იქნება კონსენსუსი, ეს ნამდვილად სჭირდება მმართველ პოლიტიკურ ძალას”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია