საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ემზარ კვიციანი - პარტიული სია 150 ადამიანით რომ იყოს დაკომპლექტებული, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?!
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 16:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 12:26:10", "headline" : "ემზარ კვიციანი - პარტიული სია 150 ადამიანით რომ იყოს დაკომპლექტებული, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?!", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b4f6a06094fd9d78d2edf345686eeb07.png", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ემზარ კვიციანი - პარტიული სია 150 ადამიანით რომ იყოს დაკომპლექტებული, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?!" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452074-emzar-kviciani-partiuli-sia-150-adamianith-rom-iyos-dakompleqtebuli-sadac-nakhevari-qali-iqneba-bavshvebs-vin-gazrdis.html", "headline": "ემზარ კვიციანი - პარტიული სია 150 ადამიანით რომ იყოს დაკომპლექტებული, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?!", "datePublished": "2017-09-13 12:26:10", "dateModified": "2017-09-13 12:26:10", "description": "დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე არანაირი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b4f6a06094fd9d78d2edf345686eeb07.png", "height": 470, "width": 246 } } დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე არანაირი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს, რადგან საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ.

"ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა - წახვალთ და წინ არავინ გეღობებათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! - საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ემზარ კვიციანმა.

დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების ამოქმედებას ითვალისწინებს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია