დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთევან ციხელაშვილი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში აშშ-სთან თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 11:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 07:01:20", "headline" : "ქეთევან ციხელაშვილი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში აშშ-სთან თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/28c0479a94ac61d5683b6d2b117a1580.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ქეთევან ციხელაშვილი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში აშშ-სთან თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451970-qethevan-cikhelashvili-prezident-donald-trampis-pirobebshi-ashsh-sthan-thanamshromlobam-akhali-damatebithi-dinamika-sheidzina.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში აშშ-სთან თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა", "datePublished": "2017-09-13 07:01:20", "dateModified": "2017-09-13 07:01:20", "description": "იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს და რეგიონს გააჩნია და რუსული აგრესია, რომელსაც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ქმნის, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/28c0479a94ac61d5683b6d2b117a1580.jpg", "height": 470, "width": 246 } } იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს და რეგიონს გააჩნია და რუსული აგრესია, რომელსაც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ქმნის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ნამდვილად აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს მდგრადობა, გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და ეკონომიკური განვითარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადე და პრინციპულობა რუსეთთან მიმართებით, რადგან, სამწუხაროდ, რუსული აგრესია არის ასევე ცხადი და ძალიან აქტიური.

”დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში. იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს და რეგიონს გააჩნია და რუსული აგრესია, რომელსაც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ქმნის, ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ნამდვილად აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს მდგრადობა, გააგრძელოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და ეკონომიკური განვითარება. ჩვენთვის აშშ არის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი. ეს თანამშრომლობა უკვე 25 წელიწადია გრძელდება. პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, ვფიქრობ, ამ თანამშრომლობამ ახალი, დამატებითი დინამიკა შეიძინა. ჩვენ ძალიან ბევრი მაღალი დონის შეხვედრა გვქონდა პირველივე კვირებიდან, რომელიც გახლავთ შედეგიანი. გვაქვს ძალიან მკაფიო, ძალიან მძლავრი მხარდამჭერი გზავნილები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ, როგორც პოლიტიკოსების განცხადებების დონეზე, ასევე კონგრესში საკანონმდებლო დონეზე, სადაც მიღებულ იქნა არაერთი გადაწყვეტილება და აქტი, რომელშიც ასახულია არა მხოლოდ მკაფიო პოზიციები, არამედ ის შეიცავს კონკრეტულ ქმედებებს, როგორიც არის ბიუჯეტიდან თანხის მოჭრა ყველა იმ აქტორისთვის, რომელიც რამენაირად მხარს უჭერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების სანქცია რუსეთის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ ხორციელდება, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გახლავთ მიუღებელი. საერთო ჯამში, ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და მძლავრი გზავნილები. ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადე და პრინციპულობა რუსეთთან მიმართებით, რადგან, სამწუხაროდ, რუსული აგრესია არის ასევე ცხადი და ძალიან აქტიური”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია