დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 21:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 17:21:24", "headline" : "გიორგი კვირიკაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b80e6bfa31d7ff7107f166de7235a14a.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი კვირიკაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451907-giorgi-kvirikashvili-evropisa-da-centraluri-aziis-regionshi-msoflio-bankis-vice-prezidents-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა", "datePublished": "2017-09-12 17:21:24", "dateModified": "2017-09-12 17:21:24", "description": "საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/b80e6bfa31d7ff7107f166de7235a14a.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.

მხარეებმა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მთავრობის რეფორმების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მიერ დღემდე გამოყოფილ 3 მილიარდ აშშ დოლარამდე შეღავათიან სესხს, ასევე - მიმდინარე საინვესტიციო პროექტებს, რომელთა მოცულობა 754 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა არაერთ სფეროში, მათ შორის - განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესზე, სტრუქტურულ - მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო რეფორმებზე, ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე ისაუბრა 25-წლიან წარმატებულ თანამშრომლობაზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.
სირილ მიულერი აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ფორუმში - „Boosting Georgia’s Development: From Top Reformer to Top Performer, რომელიც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლის აღსანიშნავად 15 სექტემბერს გაიმართება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია