დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩევლებს აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებს აცნობს
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 20:30:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 16:29:29", "headline" : "გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩევლებს აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებს აცნობს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/f6bbe48e44034dcd3e1d03c49098de2a.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩევლებს აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებს აცნობს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451899-giorgi-kvirikashvili-amomrchevlebs-atcaris-regionshi-merobis-kandidatebs-acnobs.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ამომრჩევლებს აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებს აცნობს", "datePublished": "2017-09-12 16:29:29", "dateModified": "2017-09-12 16:29:29", "description": ""ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/f6bbe48e44034dcd3e1d03c49098de2a.jpg", "height": 470, "width": 246 } } "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ ამომრჩევლებს აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატებს აცნობს. როგორც ცნობილია, ბათუმის მერობისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლაშა კომახიძე იბრძოლებს.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იბრძოლებენ: ხულოში - გოჩა მელაძე, შუახევში - ფრიდონ ფუტკარაძე, ქედაში - ლევან გორგილაძე, ხელვაჩაურში - ჯუმბერ ვარდმანიძე და ქობულეთში - მირიან ქათამაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი მირიან ქათამაძე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბოლო პერიოდში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გოჩა მელაძე კურორტ „გოდერძის“ დირექტორის მოადგილე იყო. შუახევის მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი იყო. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე ბოლო პერიოდში, ხელვაჩაურის საკრებულის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძე დღემდე ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე რჩება. ლევან გორგილაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნდამდე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, ხოლო რამდენიმე თვე მინისტრის პოსტსაც იკავებდა.

როგორც ლევან გორგილაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ჯერჯერობით არ ტოვებს. მისი თქმით, იურიდიული შეუსაბამობა არ არსებობს. „აღნიშნულ საავდმყოფოსთან დაკავშირებით, იურიდიული შეუსაბამობა არ არსებობს. თუმცა ვნახოთ, საარჩევნო კამპანიისთვის, როგორ დამჭირდება დრო“,- აცხადებს ლევან გორგილძე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ამ დრომდე მმართველი გუნდი და ოპოზიცია სხვადასხვა რეგიონში მერობის კანდიდატების წარდგენას აწარმოებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია