დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო რეფორმაზე - ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 15:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 11:31:21", "headline" : "გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო რეფორმაზე - ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5b641973aa2284157e1daea48e0f57d2.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო რეფორმაზე - ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451825-giorgi-kvirikashvili-sakonstitucio-reformaze-opoziciis-mimarth-udidesi-pativiscemis-miukhedavad-yvelas-aqvs-thavisi-dghis-tsesrigi.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო რეფორმაზე - ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი", "datePublished": "2017-09-12 11:31:21", "dateModified": "2017-09-12 11:31:21", "description": "შეიძლება კონსტიტუცია არ იყოს იდეალური, მაგრამ ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/5b641973aa2284157e1daea48e0f57d2.jpg", "height": 470, "width": 246 } } შეიძლება კონსტიტუცია არ იყოს იდეალური, მაგრამ ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი, პარტიების ნაწილი მუშაობას იმაზე აგებს, რომ რაც არ უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკრიტიკოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალთან დაკავშირებით დისკუსიას ეხება.

”ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. გვქონდა ცხარე დისკუსია. მაგალითად კონსტიტუციის ცვლილებამდე პრემიერ-მინისტრის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ეს წინა ხელისუფლების მიერ გაკეთდა, რადგან წინა პრეზიდენტს სურდა პრემიერობა. ახლა შევამცირეთ პროცედურები, რის შედეგადაც პრემიერის გათავისუფლების პროცედურა გამარტივდა. შეიძლება კონსტიტუცია არ იყოს იდეალური, მაგრამ ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. პარტიების ნაწილი აგებს მუშაობას იმაზე, რომ რაც არ უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკრიტიკოს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიიღოს დოკუმენტი, რომელიც დაამყარებს ბალანსს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შორის.
კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია