დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - თუ ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 14:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 10:39:11", "headline" : "გიორგი მარგველაშვილი - თუ ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/4e8876885f93aea5098105ebd0b1cc8b.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი მარგველაშვილი - თუ ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451807-giorgi-margvelashvili-thu-ver-davinakhavth-ganskhvavebebs-es-iqneba-chveni-eris-kolafsi.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - თუ ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი", "datePublished": "2017-09-12 10:39:11", "dateModified": "2017-09-12 10:39:11", "description": "საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრება, ვერ ვისწავლით ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/4e8876885f93aea5098105ebd0b1cc8b.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრება, ვერ ვისწავლით განსხვავებების მიღებას, ვერ ჩამოვყალიბდებით ტოლერანტულ ქვეყნად.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებიც ტოლერანტული კულტურის ნაწილი არიან, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება, ვერ დავინახავთ განსხვავებებს და ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი.

„მე დღეს არ ვისაუბრებ, ვინ ვიყავით ჩვენ. საქართველოსთვის ევროპული, დასავლური ფასეულობები, მათი ცივილიზაცია ჩვენი კულტურის ნაწილიც იყო. ინდივიდუალიზმი, ფასეულობები, ადამიანის უფლება გამოხატოს საკუთარი თავი საზოგადოებაში. ამ ყველაფრის ნაწილი საქართველოც იყო. ვიყავით ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს იცავს. გამოწვევა არის ის, რომ გავიზარდოთ ინდივილუალობაზე დაფუძნებულ ქვეყნად. თუ არ მოხდება სახელმწიფოს ცნების განსაზღვრება, ვერ ვისწავლით განსხვავებების მიღებას, არ ვიქნებით ტოლერანტულები სხვა ადამიანების მიმართ, ვერ ჩამოვყალიბდებით ასეთ ქვეყნად. ტოლერანტობა ჩვენი კულტურის ნაწილია. საქართველოში არის ის კულტურა, სადაც პატივს სცემენ ტოლერანტობას. ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანებიც ამ კულტურის ნაწილი არიან, რელიგიური, ეთნიკური, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. თუ ამას ვერ მივიღებთ, ვერ დავინახავთ განსხვავებებს, ეს იქნება ჩვენი ერის კოლაფსი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 684
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია