დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო რეფორმაზე მმართველი გუნდისგან სწორი ნაბიჯი იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 14:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 10:01:48", "headline" : "დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო რეფორმაზე მმართველი გუნდისგან სწორი ნაბიჯი იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/875f52433e5964f99da54904be94e2e1.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო რეფორმაზე მმართველი გუნდისგან სწორი ნაბიჯი იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451798-davith-usufashvili-sakonstitucio-reformaze-mmarthveli-gundisgan-stsori-nabiji-iqneboda-erthi-nabiji-ukan.html", "headline": "დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო რეფორმაზე მმართველი გუნდისგან სწორი ნაბიჯი იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან", "datePublished": "2017-09-12 10:01:48", "dateModified": "2017-09-12 10:01:48", "description": "“შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალურად კონსტიტუციურ პროცესს ვეღარაფერი გადაარჩენს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/875f52433e5964f99da54904be94e2e1.jpg", "height": 470, "width": 246 } } “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ გლობალურად კონსტიტუციურ პროცესს ვეღარაფერი გადაარჩენს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელმაც ოპოზიციას კონსტიტუციის არსებულ პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

“რაც შეეხება პოზიციების შეჯერებას ტექსტთან დაკავშირებით, ეს ახალი ამბავი არ არის, ამაზე პოლიტიკურ პარტიებს დიდი ხანია ჰქონდათ გარკვეული მოსაზრებები, თუ მესამე მოსმენის წინ კიდევ ერთხელ იქნება მოსაზრებები არტიკულირებული, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა მე მეეჭვება, რომ მმართველმა გუნდმა შეძლოს სწორი ნაბიჯის გადადგმა, რადგან მათგან სწორი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა ერთი ნაბიჯი უკან და როგორც ჩანს, ისინი ასე არ თვლიან. არ მგონია, რომ „ოცნებამ“ ვითარება ასე დაინახოს. ალბათ ისინი გადადგამენ ნაბიჯს წინ, არასწორი მიმართულებით და მიიღებენ იმას, რაც უკვე მეორე მოსმენით არის მიღებული. ყველამ უნდა ვიფიქროთ შესაძლო მცირე გამოსავლებზე, რადგან ვფიქრობ, კონსტიტუციურ პროცესს გლობალურად ვეღარაფერი გადაარჩენს”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია