დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე ჯარიმა 100-დან 50 ლარამდე მცირდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:31:02
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით წარადგინა. დაგეგმილი ცვლილების თანახმად, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე დაწესებული ჯარიმა 100-დან 50 ლარამდე მცირდება. ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი განმეორებითი შემთხვევისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, რომელიც 200 ლარს შეადგენს, ასევე განახევრდება.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია