დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონკურსისთვის "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ ნაშრომების მიღება დასრულდა
ავტორი:
2017/სექტემბერი/11 10:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-11 06:23:20", "headline" : "კონკურსისთვის "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ ნაშრომების მიღება დასრულდა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/8a1d8ea5dc24f1ac05e4c9a468f901ad.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "კონკურსისთვის "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ ნაშრომების მიღება დასრულდა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451518-konkursisthvis-qzhurnalistebi-konstituciaze-nashromebis-migheba-dasrulda.html", "headline": "კონკურსისთვის "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ ნაშრომების მიღება დასრულდა", "datePublished": "2017-09-11 06:23:20", "dateModified": "2017-09-11 06:23:20", "description": "დასრულდა ნაშრომების მიღება კონკურსისთვის "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/8a1d8ea5dc24f1ac05e4c9a468f901ad.jpg", "height": 470, "width": 246 } } დასრულდა ნაშრომების მიღება კონკურსისთვის "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი" (EARI) ახორციელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზატორებმა აცნობეს, კომპეტენტური ჟიური ჟურნალისტების მიერ საკონკურსოდ წარმოდგენილ ნაშრომებს ორი კვირის განმავლობაში გაეცნობა და შეაფასებს. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური (მათგან სამი ჟურნალისტი და ორი კონსტიტუციონალისტი) გამოავლენს 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი.

პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები.

საპრიზო ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან: I ადილისთვის - 1500 ლარით, II ადგილისთვის - 1000 ლარით.

ჟიურის წევრები არიან: ჟურნალისტები თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე და ლუბა ელიაშვილი, ასევე კონსტიტუციონალისტები კონსტანტინე ჩოკორაია და
ლევან ალაფიშვილი. ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა. კონკურსში მონაწილეობს 2017 წელს მომზადებული მასალები.

კონკურსთან დაკავშირებით 2017 წლის 18 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა, ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილი და ორგანიზაცია „განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თამარ დემეტრაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიას კონკურსის დეტალები გააცნეს. ჟურნალისტებს საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა შეეძლოთ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის (EARI) მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია