დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგო რატიანი - ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე საქართველოში ვერც ინვესტიცია შემოვა და ვერც მიწა გაიყიდება
ავტორი:
2017/სექტემბერი/07 12:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-07 08:26:25", "headline" : "სერგო რატიანი - ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე საქართველოში ვერც ინვესტიცია შემოვა და ვერც მიწა გაიყიდება", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/ae51ba885ad1a2ed4e591fe4579eec9b.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "სერგო რატიანი - ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე საქართველოში ვერც ინვესტიცია შემოვა და ვერც მიწა გაიყიდება" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450967-sergo-ratiani-bidzina-ivanishvilis-brdzanebis-gareshe-saqarthveloshi-verc-investicia-shemova-da-verc-mitsa-gaiyideba.html", "headline": "სერგო რატიანი - ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე საქართველოში ვერც ინვესტიცია შემოვა და ვერც მიწა გაიყიდება", "datePublished": "2017-09-07 08:26:25", "dateModified": "2017-09-07 08:26:25", "description": "„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კერძო პირებს მიწის გაყიდვის უფლება წაართვა . ახლა სურთ, რომ ეს უფლება გადასცენ კორუმპირებულ ხელისუფლებას, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/ae51ba885ad1a2ed4e591fe4579eec9b.jpg", "height": 470, "width": 246 } } „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კერძო პირებს მიწის გაყიდვის უფლება წაართვა . ახლა სურთ, რომ ეს უფლება გადასცენ კორუმპირებულ ხელისუფლებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიწის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, ერთი კონკრეტული ადამიანის ბრძანების გარეშე, საქართველოში ვერც ინვესტიციები ვერ განხორციელდება და ვერც მიწა გაიყიდება.

„ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის ბრძანების გარეშე საქართველოში ვერც ინვესტიცია ვერ შემოვა და ვერც მიწა გაიყიდება. რაც შეეხება ბანკებს, აქაც მძიმე მდგომარეობაა. ორი წლის შემდეგ თუ ბანკებმა ვერ გაყიდეს მიწა, ფაქტობრივად, მას ან სახელმწიფო შეისყიდის, ან სხვა რამ მოხდება. ეს არის კორუფციის საფუძველი“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავენ. ცვლილების მიხედვით, გარდამავალ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის-შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი კომერციულ ბანკებზე არ გავრცლდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია