დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები
ავტორი:
2017/სექტემბერი/07 09:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-07 04:49:25", "headline" : "გედევან ფოფხაძე - მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/38cb597ba774fd0b480c75bb1c7b558e.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გედევან ფოფხაძე - მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები " } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450926-gedevan-fofkhadze-mikheil-saakashvilze-unda-visaubroth-ara-rogorc-yofil-prezidentze-aramed-adamianze-romelsac-chadenili-aqvs-konkretuli-danashaulebi.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები ", "datePublished": "2017-09-07 04:49:25", "dateModified": "2017-09-07 04:49:25", "description": "მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და, შესაბამისად, ადრე ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/38cb597ba774fd0b480c75bb1c7b558e.jpg", "height": 470, "width": 246 } } მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და, შესაბამისად, ადრე თუ გვიან ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკოსები შესაძლებელია სისხლის სამართლის დამნაშავეებიც იყვნენ, შესაბამისად, მათ მიმართ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.
,,თუ სამართლებრივი თვალსაზრისით მივყვებით პროცესს, ქვეყანაში შეიძლება იყვნენ ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკურ ზეგავლენას მოახდენენ. მაგრამ ეს პოლიტიკოსები შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავეებიც იყვნენ. თუ მართლმსაჯულების წინაშე მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი ისმება, მაშინ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.
თუ არის იმის რესურსი, რომ მიხეილ სააკაშვილი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი გასცეს იმაზე, თუ რა ხდებოდა საქართველოში მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამის აღსასრულებლად, რადგან არც საკუთრების უფლების შელახვა, არც ადამიანების ციხეებში წამება-გაუპატიურება, მიტინგების სასტიკი დარბევა არ იქნებოდა შესაძლებელი, რომ არა ის სისტემური პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა.
მგონია, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილზე უნდა ვისაუბროთ არა როგორც ყოფილ პრეზიდენტზე, არამედ ადამიანზე, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები და, შესაბამისად, ადრე თუ გვიან ის უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია