დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ოპონენტების დაუოკებელი სურვილია, ხელისუფლება ხელში ისე ჩაიგდონ, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული
ავტორი:
2017/სექტემბერი/06 12:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-06 07:53:58", "headline" : "გია ვოლსკი - ოპონენტების დაუოკებელი სურვილია, ხელისუფლება ხელში ისე ჩაიგდონ, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/9b987004351a7f7d47bcd85ce5ab73b6.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გია ვოლსკი - ოპონენტების დაუოკებელი სურვილია, ხელისუფლება ხელში ისე ჩაიგდონ, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450736-gia-volski-oponentebis-dauokebeli-survilia-khelisufleba-khelshi-ise-chaigdon-rom-umravlesoba-ar-hqondeth-mopovebuli.html", "headline": "გია ვოლსკი - ოპონენტების დაუოკებელი სურვილია, ხელისუფლება ხელში ისე ჩაიგდონ, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული", "datePublished": "2017-09-06 07:53:58", "dateModified": "2017-09-06 07:53:58", "description": "პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები არ აქვს. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/9b987004351a7f7d47bcd85ce5ab73b6.jpg", "height": 470, "width": 246 } } პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნები არ აქვს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართლებრივი შენიშვნების შემთხვევაში საკონსტიტუციო საკითხებზე დაბრუნება შესაძლებელი იქნებოდა.

”მათ, ისევე როგორც ჩვენც, გვინდა ასეთი სერიოზული დოკუმენტი მიღებული იქნას კონსენსუსით. კონსენსუსის შეუძლებლობა განაპირობა ჩვენი ოპონენტების დაუოკებელმა სურვილმა, რომ როგორმე შეინარჩუნონ პოზიცია პოლიტიკურ ველზე და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ ისე, რომ უმრავლესობა არ ჰქონდეთ მოპოვებული. ვენეციის კომისიას, რომ ჰქონდეს შენიშვნები სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია ამ თემას შესაძლებელია დავუბრუნდეთ ბევრჯერ და ჩაღრმავებულად ვისაუბროთ. ჩვენ ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ. კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ეს პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. ნახევარ წელზე მეტია ამ საკითხების განხილვა მიმდინარეობს. არის ქვეყნის ინტერესები და არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკუთარ ინტერესებს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო საკითხებზე გუნდშიც საკმაოდ დიდი ხანი მიდიოდა ბჭობა.

”საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ, რომ 5 პარტიას შორის პრინციპული შეხედულებების პრინციპული გაზიარება და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდგით ნაბიჯები. ვჩქარობთ თუ არ ვჩქარობთ, ეს შეკითხვაც არასწორი რაკურსით ისმება. ჩვენ გვინდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოადგება”, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია