დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კახიანი - თუ კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების საკითხი დადგება, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა შემუშავდეს
ავტორი:
2017/სექტემბერი/05 16:00:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-05 12:09:02", "headline" : "გიორგი კახიანი - თუ კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების საკითხი დადგება, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა შემუშავდეს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/3a0decad04073f898006f6a77b342919.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "გიორგი კახიანი - თუ კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების საკითხი დადგება, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა შემუშავდეს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450606-giorgi-kakhiani-thu-konstituciis-proeqtshi-shinaarsobrivi-cvlilebebis-gankhorcielebis-sakithkhi-dadgeba-akhali-sakonstitucio-iniciativa-unda-shemushavdes.html", "headline": "გიორგი კახიანი - თუ კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების საკითხი დადგება, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა შემუშავდეს", "datePublished": "2017-09-05 12:09:02", "dateModified": "2017-09-05 12:09:02", "description": "პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტში ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/3a0decad04073f898006f6a77b342919.jpg", "height": 470, "width": 246 } } პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის პროექტში შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელება შეუძლებელია და თუ ასეთი საკითხი თეორიულად დადგება დღის წესრიგში, ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა უნდა შემუშავდეს.

ამის შესახებ კახიანმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დიალოგის შესაძლო გაგრძელების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

„შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებების განხორციელება ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციური კანონის პროექტში სამართლებრივადაც შეუძლებელია. თუ თეორიულად ასეთი საკითხი დადგება დღის წესრიგში, მაშინ უნდა გაკეთდეს ახალი კონსტიტუციური ინიციატივა და ამ ფორმით შესაძლებელია რაიმე ცვლილება განხორციელდეს. ეს არის სამართლებრივი მხარე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ამაზე არერთი განცხადება გავაკეთეთ და იმ განცხადებებით შემოვიფარგლებით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 713
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია