დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2017/სექტემბერი/05 09:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-05 05:37:02", "headline" : "ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას ", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/dafbdaf1fe8f7522fe6c39fceb64a238.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას " } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450499-eka-beselia-evropis-sabtcos-saparlamento-asambleis-iuridiul-sakithkhtha-da-adamianis-uflebatha-dacvis-komitetis-skhdomashi-miighebs-monatsileobas.html", "headline": "ეკა ბესელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას ", "datePublished": "2017-09-05 05:37:02", "dateModified": "2017-09-05 05:37:02", "description": "საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დღეს, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/dafbdaf1fe8f7522fe6c39fceb64a238.jpg", "height": 470, "width": 246 } } საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია დღეს, პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში, როგორც კომიტეტის ძირითადი წევრი, მონაწილეობას მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის წევრები რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის შესავალ მემორანდუმს იურისტის/ადვოკატის პროფესიაზე ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებზე, ასევე განიხილება ანგარიში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონის უზენაესობის ახალ საფრთხეებზე. კომიტეტი რეზოლუციის პროექტის მიიღებას გეგმავს.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები ტერორიზმის საფრთხეებსა და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ანგარიშზე იმსჯელებენ.

„დაგეგმილია, მომხსენებლების დანიშვნა რამდენიმე საკითხზე და მოსაზრებაზე, მათ შორისაა: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მექანიზმებთან თანამშრომლობა - გამოწვევა ევროპის საბჭოში და მის წევრ ქვეყნებში; პერსონალურ მონაცემებზე ავტომატური წვდომისგან ინდივიდების დაცვის კონვენციაზე დამატებითი პროტოკოლის პროექტი; ექსტრადიციის მოთხოვნები და პროცესის ბოროტად გამოყენება; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება; ევროპის კავშირის მექანიზმის ჩამოყალიბება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ უფლებებზე; ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის და ფულის გათეთრების სფეროში არსებული გამოწვევების გასამკლავებლად“, - აცხადებენ პარლამენტში.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები მინისტრთა კომიტეტის პასუხებს კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე გაეცნობიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია