დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ ჯანელიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2017/სექტემბერი/04 16:00:06
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-04 12:07:42", "headline" : "მიხეილ ჯანელიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/6d30ce670c1f898c78586729ceb4e3e3.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "მიხეილ ჯანელიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/450402-mikheil-janelidzem-aleqsandre-lukashenkos-borjomis-khandzris-salikvidacio-samushaoebis-dros-dakhmarebisthvis-madloba-gadaukhada.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა", "datePublished": "2017-09-04 12:07:42", "dateModified": "2017-09-04 12:07:42", "description": "ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომის ხანძრის ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/6d30ce670c1f898c78586729ceb4e3e3.jpg", "height": 470, "width": 246 } } ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს პირადად მისი მხარდაჭერისა და ბელარუსი მაშველების თავდაუზოგავი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მინსკში ოფიციალური შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ბელარუსის მიერ გაწეული დახმარება იყო სამაგალითო, რასაც ქართველი ერი არ დაუვიწყებს ბელარუს მეგობრებს.

პრეზიდენტმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოსა და ბელარუსს შორის, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ბელარუსს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ბელარუსის პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი მიესალმნენ სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობის ინტენსიფიკაციას და სავაჭრო ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორი ქვეყნის ეკონომიკას აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთსასარგებლო როლი ითამაშონ ქვეყნების განვითარებაში.

"თქვენ ჩვენ ძალიან გვჭირდებით, ისევე, როგორც თქვენ გჭირდებით ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთს არ უწევენ კონკურენციას, არამედ ავსებენ ერთმანეთს. საქართველო აწარმოებს ბელარუსისთვის საჭირო პროდუქციას, ხოლო ბელარუსი თქვენთვის საჭირო პროდუქციას", - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველო და ბელარუსის სამთავრობოთაშორისი ეკონომიკური კომისიის აქტიურ მუშაობას.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის ბელარუსის გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების, მანქანათმშენებლობის და სხვა მიმართულებით. დადებითად შეფასდა საქართველოში პირველი ერთობლივი ქართულ-ბელარუსული საწარმოს დაფუძნება და ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს ერთობლივ სამეწარმეო საქმიანობას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია